January 22, 2014, 11:45 pm
მომზადება:
100 გ მსხვილად დაფხვნილი გალეტი, 50 გ წვრილად დაჭრილი მწარე შოკოლადის ფილა, 10 გ წვრილად დაჭრილი მარციპანი, 125 გ კარაქი და 50 გ დაჭრილი ნიგოზი. ნიგოზი მოხალეთ აფაზე. როცა გაგრილდება, ყველა ინგრედიენტი მექანიკური მიქსერით ათქვიფეთ ელასტიკური მასის მიღებამდე. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და ცომი ხელით გააბრტყელეთ, ცოტა ხნით დადგით გრილ ადგილას და ნიგვზიანი ბისკვიტიც მზად იქნება.
↧
January 23, 2014, 6:11 pm
შემადგენლობა:
- 3 ცკვერცხი2
- 2 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 1 ჩ.ჭ არაჟანი
- 1 ჩ.ჭ მაწონი
- 200 გრ ნიგოზი
- 1 ჩ.კ სოდა
- 1 ს.კ ძმარი
- ვანილი-გემოვნებით
მომზადება:
3 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან დავამატოთ 1ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა მაწონი, სოდა-გახსნილი ძმარში. მოვზილოთ ძალიან ნაზი ( სქელი არაჟნის სისქის) ცომი, ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როცა ნახევრად გამოცხვება, დავასხათ ცილის მასალა, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
მიქსერით გავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა, შევათქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი. როცა კარგად გასქელდება, თანდათან დავამატოთ 200 გრ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი, ეს მასა დავასხათ ცომს და გამოვაცხოთ ბოლომდე.
↧
↧
January 28, 2014, 12:50 am
შემადგენლობა:
- 6 ც კვერცხი, 250 გ შაქარი, 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
- მარილი, 1ს.კ ლიმონის ცედრა, 80 გ ფქვილი
- 80 გ სახამებელი,6 ფირფიტა თეთრი ჟელატინი
- 500 გ ჟოლო, 400 გ ნაღები
- 1 არყის ჭიქა ჟოლოს სპირტი სურვილისამებრ
- შაქრის პუდრა მოსაყრელად, პერგამენტი
მომზადება:
- კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შეინახეთ. კვერცხის გული 60 გ შაქართან , შაქრიან ვანილთან, 1 მწიკვ მარილთან, ლიმონი ცედრასან და 2ს.კ წყალთან ერთად ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. საცხობ დირდიტაზე დააფინეთ პერგამენტი.
- კვერცხსი ცილა 50 გ შაქართან ერთდ ათ჻ვფიეთ გამაგრებამდე. კვერცხისგულიან მასას სეურიეთ ჯერ ცილის ერთი ნახევარი, შემდეგ ფქვილი, საამებელი და ბოლოს ცილის დარჩენილი ნახევარი დაუამტეთ. ცომი თანაბრად გაანაწილეთ პერგამენტზე და აცხვეთ 8 წთ. სანამ მოყავისფრო არ გახდება.
- ჩაის ტილოს მოაყარეთ 2ს.კ შაქარი. საცხობ ფირფიტა ჩაის ტილოზე გადმოაბრუნეთ და გამომცხვარ ფენას მოაცილეთ პერგამენტი. ჯერ კიდევ თბილი ბისკვიტი ჩაის ტილოს დახმარებით სიგრძეზე გადაახვიეთ, თან ჩაის ტილოც ჩააყოლეთ და გააგრილეთ.
- ჟელატინის ფირფიტები წყალში დაარბილეთ. გაადნეთ 100 გ შაქარი და შეურიეთ 200 გ ჟოლო. ადუღეთ, სანამ კარამელი კარგად არ დარბილდება. ჟოლო საცერში გაატარეთ. ჟელატინის 3 ფირფიტა დაჭყლიტეთ, შეურიეთ ჟოლოს და გააგრილეთ.
- ნაღები დარჩენილ შაქართან ერტდ ათქვფიეთ გამაგრებამდე. ჟოლოს სპირტი დაბალ ცეცხლზე შეათბეთ, შეურიეთდარჩენილი ჟელატინის ფირფიტები, დაუამტეთ ნაღებს და სწრაფად შეურიეთ ჟოლოს პიურე. დახვეული ბისკვიტი გაშალეთ, წაუსვით ნაღები და ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი ჟოლო. რულეტი კვლავ გადაახვიეთ და დადეთ ლანგარზე. დადგით გრილ ადგილას 1-2 სთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.
↧
January 28, 2014, 7:17 pm
შემადგენლობა:
- 1 კგ ვაშლი
- 1.5 კგ შაქარი
- 2 ჩ.ჭ წყალი
მომზადება:
ვაშლები გადავარჩიოთ, აპტარა ყუნწები დავუტოვოთ, წვრილი ჩხირით აქა0იქ დავჩხვლიტოთ, ჩავყაროთ ჯამში, დავასხათ მდუღარე წყალი და ასე გავაჩეროთ 10-15 წთ.
შაქრითა და წყლით მოვადუღოთ სიროფი, ჩავაყაროთ გაციებული ვაშლი და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით. მურაბა მზად იქნება, როცა ვაშლი და სიროფი გამჭირვალე. ქარვისებური გახდება.
↧
January 29, 2014, 10:36 pm
შემადგენლობა:
- 10 ც კვერცხი
- 250 გ კარაქი
- 2 ც ლიმონი
- 2.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
მომზადება:
10 კვერცხის ცილა გავთქვფიოთ გათეთრებამდე. შევათქვიფოთ 300 გრ შაქრის ფხვნილი, 2 ც ლიმონი. ს.კ-ით ავიღოთ ეს მასალა და სათითაოდ დავაწყოთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე,შევდგთ ღუმელში დაბალ ცეცხლზე და ოდნავ რომ გაწითლდება, გამოვიღოთ.
კრემი გავაკეთოთ შემდეგნაირად : 250 გრ კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე. შევათქვიფოთ 10 კვერცხის გულისაგან გაკეთებული გოგლი-მოგლი. დავამატოთ ცოტა ვანილი და ვთქვფიოთ კარგად მიქსერით.
გამომცხვარ ბეზეებს წავუსვათ კრემი და ორ-ორი ცალი შევაწებოთ ერთმანეთს.
↧
↧
January 29, 2014, 10:36 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ ხაჭო
- 100 გრ კარაქი
- 2 ც კვერცხი
- 1 ჩ.კ სოდა, ძმარი
- ვანილი,მარილი-გემოვნებით
მომზადება:
200 გრ ხაჭოს დავამატოთ 100 გრ კარაქი, 1ცალი კვერცხი, სოდა-ძმრით, ცოტა ამრილი, ვანილი, დავაყაროთ 1 ჩ.ჭ ფქვილი, მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ 3 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, გულსართად მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, გადავახვიოთ ( როგორც რულეტი) და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე და სევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.
↧
January 31, 2014, 8:09 pm
შემადგენლობა:
- 3 ც კვერცხი
- 100 გრ კარაქი
- 1.5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 1.5 ჩ.ჭ ნიგოზი
- 1.5 ჩ.ჭ ფქვილი
მომზადება:
ავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ გამდნარი და შეგრილებული კარაქი, შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ფქვილი. ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები. დავაწყოთ კარაქწასმულ ტაფაზე, ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად, სანამ არ შეყვითლდება.
↧
January 31, 2014, 8:37 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ კარაქი
- 1 ქილა არაჟანი
- 1 ჩ.კ სოდა
- 1 ს.კ ძმარი
- ფქვილი
მასალა გულსართისათვის:
- 2 ც კვერცხის ცილა
- 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- შაქრის პუდრა ზემოდან მოსაყრელად
მომზადება:
კარგად დარბილებულ კარაქს დავამატოთ არაჟანი, შევურიოთ ძმარში გახსნილი სოდა და ვთქვფიოთ გათეთრებამდე. შევაზილოღ იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს საშუალო სიმაგრის ცომი.
ცომი გავყოთ ოთხ თანატოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი წრის ფორმა. წრე დიამეტრიულად გავყოთ 8 ტოლ სამკუთხედ ნაწილად. თითოეულს წავუსვათ თხელ ფენად გულსართი და გადავახვიოთ განიერი ნაწილიდან წვერისკენ.
გამზადებული ”’სი გარეტები”, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა მზად იქნება, ცხელივე დავაყაროთ შაქრის პუდრა.
გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 2 კვერცხის ცილა გავთქვიოფთ მიქსერიით ისეთნაირად, რომ ქვაბის გადმობრუნებისას ცილა არ გადმოიღვაროს, შევათქვიფოთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და 1 ც.ჭ გატარებული ნიგოზი.
↧
January 31, 2014, 8:52 pm
შემადგენლობა:
- 1 კოლოფი ” მალიუტკა”
- 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 100 გრ კარაქი
- 0.5 ჩ.ჭ ნიგოზი
- 0.5 კოლოფი კაკაოს ფხვნილი
- ვანილი-გემოვნებით
მომზადება:
ნახევარი ჩ.ჭ ადუღებულ წყალში ჩავყაროთ 1 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 100 გრ კარაქი, 3ს.კ კაკაოს ფხვნილი და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ 0.5 ჩ.ჭ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ვანილი, ერთი კოლოფი ბავშვის საჭმელი მალიუტკა, კარგად ავურიოთ. უნდა მივიღოთ სქელი მასა. ავიღოთ პატარ-პატარა გუნდები, მივცეთ ” ტრიუფელის” ფორმა, ამოვავლოთ კაკაოს ფხვნილში და შევდგათღ მაცივარში. 2-3 საათით.
↧
↧
January 31, 2014, 9:41 pm
შემადგენლობა:
- 1 პაკეტი მშრალი საფუარი
- 150 გ შაქარი
- 2250 მლ ნელთბილი რძე
- მარილი
- 2 ფორთოხლის ცედრა
- 350 გ ფქვილი
- 150 გ დარბილებული კარაქი
- 2 კვერცხი
- 100 მლ ცხელი რძე
- 250 გ დაფქული ხაშხაში
- 75 გ ჩვეულებრივი ან რომით გაჟღენთილი ქიშმიში
- 50 გ დაჭრილი ნუში
- 5 ს.კ თბილი გარგრის ჯემი
- 4 ს.კ თხლად დაჭრილი ნუში
- პერგამენტი
მომზადება:
- საფუარი 1ჩ.კ შაქართან ერთად გახსენით 125 მლ რძეში. ერთმანეთს შეურიეთ 1 მწიკვი მარილი, ფორთოხლის ცედრის ნახევარი და 350 გ ფქვილი. დაუამტეთ საფუვრიანი რძე, 75 გ შაქარი, 75 გ კარაქი და 1 კვერცხი. მოზილეთ ერთგვარვანი ცომი და დადგით 45 წთ.
- დარჩენილი რძე გააცხელეთ და დაასხით ხაშხაშს. დაუამტეთ დარჩენილი შაქარი, ფორთოხლის ცედრა, კარაქი, კვერცხი, ქიშმიში და ნუში.
- გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი და მიეცით კვადრაის ფორმა . ცომზე ისე გაანაწილეთ ხაშხაშიანი მასა, რომ დაახლ, 2ს, სიგანის კიდეები თავისუფალი დარჩეს.
- თავისუფალი კიდეები გადაკეცეთ, ცომი გადაახვიეთ და საცხობ ფიფიტაზე ნაწიბურით ქვემოთ დადეთ. გააჩერეთ 15 წთ. ცომის ზედაპირი ჩანგლით 12 ადგილას დაჩხვლიტეთ და აცხვეთ 30 წთ.
- გარარის ჯემი გაატარეთ საცერში და წაუსვით ნამცხვარს. მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნუში.
↧
February 1, 2014, 9:56 pm
შემადგენლობა:
- 3 ც კვერცხი
- ერთ- ნახევარი ჭიქა შაქარი
- 400 გრ არაჟანი
- 1 ჭიქა წყალი
- 2 შეკვრა ჟელატინი
მომზადება:
ჯამში ჩაყრილ ჟელატინს სავასხათ წყალი და 40 წუთი გავაჩეროთ. ფავთქვფიოთ კვერცხის გულები და შაქარი და გოგლი-მოგლი გავაკეთოთ. დავუმატოთ არაჟანი. გაფუებულ ჟელატინიანი ჯამი დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ და განუწყვეტლივ ვურიოთ. ადუღებამდე მივიყვანოთ, გადავწუროთ, გავაგრილოთ და ათქვეფილ მასას ჩავუმატოთ. შეგვიძლია რამდენიმე ნაწილად და სხვადასხვა ფერად შევღებოთ, კაკო ჩავუმატოთ ან ესენცია. თუკი სხვადასხვა ფერის უნდა ჩავასხათ ყველა ჭიქაში ან ფორმაში, მაცივარში გავაციოთ და მერე მეორე ფერს დავადოთ.
↧
February 2, 2014, 10:39 pm
შემადგენლობა:
- 1 ჭიქა ბრინჯი
- 100 გრ კარაქი
- 200 გრ ქიშმიში
- 1ჭიქა შაქარი
- 1/3 ჩ.კ მარილი
მომზადება:
ბრინჯს მოვხარშვთ. უკვე მზად რომ იქნება, გადმოვდგამთ და ცოტა ცივ წყალს გადავავლებთ. შემდეგ ისევ ქვაბში ჩავყრით. შუაგულში შაქარს, კარაქს და ქიშმიშს ჩვყრით. მწიკვ მარილსაც დავამატებთ. ძალიან დაბალ ცეცხლზე ვდგამთ და დაახლოებით ოცი წუთით გავაჩერებთ.
↧
February 2, 2014, 10:51 pm
შემადგენლობა:
- 3 ც კვერცხი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ქიშმიში
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 1 ჭიქა ფქვილი
მომზადება:
კვერცხი და შაქარი კარგად გავთქვფიოთ. გატარებული ან დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში დავამატოთ. ფქვილიც დავამატოთ და კარგად ვურიოთ. თუკი ერთ ჭიქა ფქვილზე მასა არ გასქელდება, მაშინ ფქვილი კიდევ დავამატოთ, რომ ნაზი ცომი მივიღოთ. შემდეგ გაცხელებულ ტაფაზე ე.წ კალკის ქაღალდი დავდოთ და ცომკი მასზე გავაბრტყელოთ. შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ. გამოცხობის მერე კი პატარ-პატარა ორცხობილების ფორმებზე დავჭრათ.
↧
↧
February 3, 2014, 6:20 pm
შემადგეენლობა:
- 500-600 გე ხაჭო
- 1 ც კვერცხი
- 1-2 ჭიქა ფქვილი
- 1 ჭიქა შაქარი
- 1 ჩ.კ სოდა
მომზადება:
ყველა ინგრედიენტს ერთად ავურევთ. მრგვალ და ოდნავ გაბრტყელებულ ფორმას ვიმცემთ. შემდეგ ფქვილში ამოვავლებთ და შევწვავთ ოლადებს. უკვე რომ გამზადდება, შეგიძლიათ ზემოდან მოასხათ, რაც გსურთ. მაგალიტად, ძალიან უხდება არაჟანი ანდა რაიმე, სახის მურაბა.
↧
February 4, 2014, 9:06 pm
შემადგენლობა:
- 5-6 ც კომში
- 2 ც კვერცხი
- ვანილი
- 200 გრ არაჟანი
- 1 ჩ,კ ფქვილი
მომზადება:
კომშებს მთელ-მთელებს მოვხარშავთ ისე, რომ არ ჩაიშალოს. გაციების მერე ნაჭრებად დავჭღით. გულებს ამოვაცლით და ტაფაზე დავაწყობთ. ცალკე კვერცხებს, არაჟანს, ფქვილსა და ვანილს ავთქვეფთ ამ მასას კომშს ზემოდან გადავასხამთ. ღუმელში შევდგამთ და გამოვაცხობთ.
↧
February 4, 2014, 9:09 pm
შემადგენლობა:
- 1 ც კვერცხი
- 150 გრ მარილიანი ყველი
- 150 გრ კარაქი
- ნახევარი ჭიქა ფქვილი
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ყველს გავხეხავთ, კვერცხს დავუმატებთ და პილპილს მოვაყრით. ამას კარგად ავურევთ. სემდეგ დარბილებულ კარაქსა და ფქვილს ავურევთ. მასა როცა ერთიანი გახდება. გავაბრტყელებთ და წვრილ ჩხირებად დვჭრით. შემდეგ ამ ჩხირებს ცივ ტაფაზე დავალაგებთ. ყველის ორცხობილა დაახლოებით 25 წუთში ცხვება.( შესაძლებელია ზევიდან კვერცხის წასმაც).
↧
February 5, 2014, 10:27 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ ხაჭო
- 1 ც კვერცხი
- 2-3 ს.კ შაქარი
- ნახევარი ჭიქა ფქვილი
- 2 კოვზი შაქრის პუდრა
- ჯემი ( ნებისმიერი) გემოვნებით
მომზადება:
ხაჭო, ფქვილი, კვერცხი და შაქარი ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ს.კ წყალში დავასველოთ. ამ კოვზით მიღებული მასა ამოვავლოთ და ყველა მხრიდან ფქვილში ამოვავლოთ. ოვალური ფორმა მივცეთ ან ისეთი, როგორსაც თქვენ მოისურვებთ. ტაფაზე დავდოთ და ორივე მხრიდან ზეთში ან კარაქში შევწვათ. გამომცხვარ ორცხობილას ჯემი წავუსვათ, შაქრის პუდრა მოვაყაროთ და ლანგარზე დავალაგოთ.
↧
↧
February 6, 2014, 9:09 pm
შემადგენლობა:
- 500 გრ მაწონი
- 1 ც კვერცხი
- 1ჩ.კ სოდა
- 1ჩ.კ ძმარი
- 1ს,კ ზეთი
- 2-3 ჭიქა ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
მაწონი ჯამშო ჩავასხათ და კვერცხი დავუამტოთ/ ცოტა მარილი,სოდა და ძმარიც ჩავამატოთ. რომ გაფუვდება,ზეთი ჩავასხათ და ფქვილიც დავამატოთ. ისეთი მასა უნდა გამოვიდეს,რომ კოვზიდან ისხმებოდეს. ტაფაზე ბევრ ზეთს დავასხამთ,რომ ფუმფულა ბლინები გამოცხვეს. ორივე მხრიდან გამოვაცხოთ. თეფშებზე დავალაგებთ და შაქარს ზემოდან მოვაყრით.
↧
February 6, 2014, 8:47 pm
შემადგენლობა:
- 200 გრ კარაქი
- 1ს.კ კონიაკი
- 3 ჭიქა ფქვილი
- 1ს.კ კაკაო
- 1ს.კ შაქრის პუდრა
მომზადება:
კარაქს კონიაკს დავასხამთ და ხელით ავზელთ. ფქვილსაც შევურევთ და კარგად უნდა ვურიოთ. იმდენი ხანი უნდა ვზილოთ, სანამ ტრიუფელის ფომას არ მიიღებს. გაცხელებულ, ცხიმწასმულ ტაფაზე დავდებთ და გამოვაცხობთ. კაკაოსა და შაქრის პუდრას ერთმანეთში გადავურევთ.როცა ნამცხვარი გამოცხვება, ამ მასაში ამოვსვრით.
↧
February 7, 2014, 8:11 pm
შემადგენლობა :
- 500 გრ ”პეჩენია”
- 1 წილა შესქელებული რძე ( მოხარშული)
- 50ბ გრ თხილი
- 50 გრ ქიშმიში
მომზადება :
” პეჩენია” რაც შეიძლება კარგად დავფშხვნათ და მოხარშულ შესქელებულ რძეში გადავზილოთ. იქამდე ვზელავთ, სანამ ეს მასა მკრივი არ გახდება. შემდეგ თხილსა და ქიშმიშს ვაყრით და ისევ ვზელავთ. როგორც კი მასა გასქელდება, ფოლგაზე დავდებთ და გავაბრტყელებთ. მერე კი რულეტივით გადავახვევთ, ფოლგაში შევფუთავთ და საყინულეში შევინახავთ. ერთი საათის შემდეგ ნამცხვარი მზად იქნება.
↧