Quantcast
Channel: დესერტები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2739 articles
Browse latest View live

კვახის ჯემი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 კგ კვახი
  • 2 კგ შაქარი
  • 4 ც მიხაკი
  • 1/2 ჩ.კ დარიჩინი

მომზადება: 

კვახს შიგთავსი დაკანი მოვაცილოთ. საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ და ორი-სამი საათი ცივი წყლით სავსე ჯამში ჩავაწყოთ. პარალელურად, სიროფი გავამზადოთ. ორ ჭიქა წყალს ორი კგ შაქარი დავაყაროთ და წამოვადუღოთ. წყლიდან ამოღების შემდეგ კვახის ნაჭრები ამ სიროფში ჩავალაგოთ. მიხაკი  და დარიჩინიც დავამატოთ. დაბალ ცეცხლზე დვდგათ და ვხარშოთ.

წაიკითხეთ სხვაც

Blomanje ბლომანჟე

სტაფილოს მურაბა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ სტაფილო
  • 1.300 გრ შაქარი
  • 800 წყალი ( ორი დღის ნადგომი)
  • 500 გრ ღოღნაშო ან ღოღნაშოს მურაბა

მომზადება:

სტაფილოს ფიგურული დანით  მრგვალ-მრგვალად დაჭრით და წინასწარ მოდუღებულ სიროფში ჩაყრით. სიროფი უნდა მოდუღდეს 800 გრ წყლისა და 700გრ შაქრისგან. 15 წუთიანი დუღილის მერე გადმოვდგამთ და დანარჩენ შაქარს დავუმატებთ.  მერე ისევ წამოვადუღებთ ღონღოშოსთან ერთად. თუ ცოცხალი ღონღოშო არ გაქვთ, მისი მურაბას გამოიყენებთ. ღონღოშოს დამატებიდან 10 წუთის მერე. მურაბა უნდა გამორთოთ, რადგან უკვე მზად იქნება.

წაიკითხეთ სხვაც

ruleti რულეტი

ხაჭოს დესერტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ხაჭო
  • 250 გრ არაჟანი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 150 გრ კარაქი
  • ვანილი
  • 100 გრ ქიშმიში
  • 100 გრ ნიგოზი

მომზადება:

 ხაჭოს, არაჟანს, კვერცხის გულებს, შაქარსა და ვანილს ერტდ ვყრით და ვაბლენდერებთ  ისე,რომ კრემივით მასა მივიღოთ. კარაქს გავადნობთ და შევურევთ. ამ მასს ქვაბში ჩავასხმთ და დაბალ ცცეცხლზე დავდგამთ. ადუღებამდე რომ მივა, გადმოვდგამთ. გაციების შემდეგ კი ქიშმიშა და ნიგოზს მოვაყრით. ზემოდან დოლბანდს გადავაფარებთ და გადავწურავთ. ამ მასას საწურშო მოვათავსებთ, ქვემოდან კი თეფშს დავუდებთ, რადგან წვენი კიდევ გაუვა. ზემოდანაც დავაფარებთ და მაცივარში შევდგამთ. უმჯობესია, რომ ღამე გააკეთოთ და დილამდე მაცივარში გააჩეროთ.

წაიკითხეთ სხვაც

murabis jele მურაბის ჟელე

დასალევი მუსი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 მლ რძე
  • 250 გრ შაქარი
  • 5 ც კვერცხი

მომზადება:

რძეს გავათბობთ და 200 გრ შაქარს მასში ჩავყრით. ცალკე კვერცხის გულებს სან ს.კ შაქართანნ ერტდ ავთქვეფთ. ისე უნდა ვთქვიფოთ, სანამ არ გათეთრდება. შემდეგ  ამ მასაში რძეში ჩავასხამთ და სულ უნდა ვურიოთ. არაყსა და ვანილსაც დავამატებთ. ამის მერე გავფილტრავთ და ჭურჭელში გასაციებლად ჩავასხამთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

xilis tartaletebi ხილის ტარტალეტები

ტკბილი ბლინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 500 მლ რძე
  • 200 გრ შაქარი
  • 100 გრ ზეთი
  • 3-4 ჭიქა ფქვილი
  • ვანილი
  • 200 გრ მურაბა ( ნებისმიერი)

მომზადება:

კვერცხსა და შაქარს ავთქვეფთ ა გოგლი-მოგლს გავაკეთებთ, რძეს, წყალსა და ზეთს ნელ-ნელა ჩავამატებთ და მორევას გავაგრძელებთ. ფქვილსაც ჩავამატებთ და ავურევთ. ბოლოს ვანილს ჩავყრით და ბლინის ცომი მზად არის. გაცხელებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე კოვზით დავასხამთ და შევწვავათ. შეწვის შემდეგ ცხელ-ცხელ ბლინებზე კოვზით მურაბას დავდებთ და გადავახვევთ.

წაიკითხეთ სხვაც

Limonis pudingi ლიმონის პუდინგი

ფორთოხლის მურაბა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ ფორთოხალი
  • წყალი
  • 2 კგ შაქარი

მომზადება:

ფორთოხალ მრგვლად დაჭრით და 3 დღე-ღამის განმავლობაში წყალში გააჩერებთ. ოღონდ ეს წყალი დღეში ორჯერ უნდა გამოცვალოთ. მეოთხე დღეს სიროფს გააკეთებთ და დაჭრილ ფორთოხლებს შიგ ჩაალაგებთ. შემდეგ იქამდე  ხარშავთ, სანამ ფორთოხლის კანი არ დარბილდება. ქილებში ჩაასხამთ და დახუფავთ. თუკი ფორთოხლის ნამდვილი გემოს გაგება გინდათ, ეს მურაბა მხოლოდ ერთი თვის მერე უნდა ჭამოთ.

წაიკითხეთ სხვაც

ananasi სალათა ანანასით

ბლინი ფორთოხლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ლ რძე ან კეფირი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ ზეთი
  • 100 გრ კარაქი
  • 5 ც ფორთოხალი
  • 1 ც ლიმონი
  • 1/2 ჩ.კ ვანილი

მომზადება:

ბლინების ცხობა დავიწყოთ. კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. დავამატოთ რძე ან კეფირი, სოდა და ძმარი. ბოლოს ფქვილიც შევურიოთ და ზეთი დავამატოთ. გამომცხვარ ბლინებს კარაქის თხელი დენა გადავუსვათ. შემდეგ ავიღოთ ფორთოხალი  და ლიმონი. სასურველია, ბერძნული ფორთოხალი იყოს იმიტომ,რომ ის ტკბილია. გავთლით ისე,რომ კანი ძალიან თხლად გაძვრეს და თეთრი ფენა დარჩეს. დავჭრით წვრილად, კურკებს გამოვაცლით და ბლენდერში გავთქვეფთ. გემოვნებით უნდა ჩავაყაროთ ცოტა შაქარი და ცოტა ვანილი. ფაფისმაგვარი მასა უნდა გამოვიდეს. ბოლოს ამ მასას ბლინებზე დავდებთ და გადავახვევთ.

წაიკითხეთ სხვაც

tafliani gvezeli თაფლიანი ღვეზელი

კომბოსტოს რულეტები ( სამარხვო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 საშუალო თავი კომბოსტო
  • 4 ც სტაფილო
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ც ბროწეული
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული კომბოსტო ოდნავ მოვთუშოთ ისე, რომ დარბილდეს. ქვაბიდან რომ გადმოვიღებთ, ფურცლები გავაცალკევოთ და დიდ ლანგარზე დავაწყოთ. სანამ ეს გაცივდება, მანამდე შიგთავსი მოვამზადოთ. ხახვი ზეთში მოვშუშოთ, მერე კი გახეხილი სტაფილო ჩვყაროთ და ერტად მოვთუშოთ. ნიგოიზ და ნიორი ერად გავატაროთ და ისიც ტაფაში ჩვყაროთ. ასევე ჩავაყაროთ ბროწეული. კიდევ ხუთი წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე და ვურიოთ. შემდეგ კომბოსტოს ფურცლები გრძლივად დავაწყოთ (სამ – სამი). შიგთავსი ფენა-ფენა წავუსვათ და თან გადავახვიოთ ისე, რომ რუელტის ფორმა მივცეთ. ერთი თავი კომბოსტოს ფურცლებიდან სამი დიდი რულეტი თვისუფლად გამოდის.

წაიკითხეთ სხვაც

arajnis musi არაჟნის მუსი

კრემიანი კომშის დესერტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 15 ც კომში
  • 2 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  • 2 ჭიქა ქიშმიში
  • 2 ჭიქა ჩირი
  • 2ს.კ შაქარი
  • ¼ ჩ.კ კარაქი

მომზადება:

კომშები შუაზე გავჭრათ და გულები ამოვაცალოთ. ამასთანავე, ცალკე გავაკეთოთ სპეციალური მასა. გატარებული ნიგოზი, ქიშმიში და ჩირი ცოტა შაქართან ერთად ავურიოთ, ასევე ცოტა კარაქიც დავამატოთ. სემდეგ ამ მასით ამოვავსოთ კომშის გულები და ცხელ ტაფაზე დავაწყოთ. როცა უკვე შევარდისფერდება, გამოვიღოთ და გავაციოთ. გავაკეთოთ ჩვეულებრივი მოხარშული კრემი რძით, კვერცხით, შაქრითა და ფქვილით. მოხარშვის მერე კარაქიც სევაზილოთ  და ვანილიც დავამატოთ. შმდეგ კომშებს ჭურჭელში ჩავალაგებთ, კრემით მოვრთოთ და მაცივარში გავაციებთ.

წაიკითხეთ სხვაც

marcipanis angelozebi მარციპანის ანგელოზები

ხორცის რულეტი ‘’სალტო-ბოკო’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • ნახევარი ქილა პამიდვრის საწებელი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • 3-4 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • მარილი და  პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ავიღოთ საქონლის ხორცი, რომელსაც თხლად და გრძელ ნაჭრებად დავჭრით და დავბეგვავთ. ზევიდან ორივე მხრიდან მარილსა და პილპილს მოვაყრით. ზეთს გადავუსვამთ და ხელით კარგად დავამუშავებთ. ეს მასა ტაფაზე დავალაგოთ.  ხორცის შუაგულში პამიდვრის საწებელი ჩავდოთ. საწებელს ზემოდან  გახეხილი ყველი დავადოთ. ასევე მოვაყაროთ ნიორი, კამა, გრძლად დაჭრილი ბულგარული წითელი წიწაკა. მერე ამ ყველაფერს რულეტივით გადავახვევთ, დავამაგროთ ჩხირებით და ვწვავთ ნელ ცეცლხზე. ხორცი უფრო გემრიელი გამოვა, დაბეგვის შემდეგ ცოტა ხნით წითელ ღვინოში თუ გავაჩერებთ.

პრიანიკები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ კარაქი
  • 300 გრ შაქარი
  • 3 ც კვერცხი
  • 2ს.კ თაფლი
  • 1 ს.კ ყავა
  • 1ს.კ ზეთი
  • მიხაკი და დარიჩინი გემოვნებით
  • 1ს.კ სოდა და ძმარი
  • 1 ჩ.ჭ დაჭრილი ნიგოზი
  • ფქვილი იმდენი, რომ ცომი პლასტელინივით გამოვიდეს

მომზადება:

გავაკეთებთ გოგლი-მოგლს და ყველაფერს თანმიმდევრობით დავამატებთ, როცა ცომი გამოვა სიეთი, როგორც პლასტელინი, ამ ცომს გავაბრტყელებთ. სურვილის მიხედვით სხვადასხვა ფორმებად დავჭრით. შემდეგ ცივ ტაფაზე დავდებთ და ზევიდან ათქვეფილ კვერცხს გადავუსვამთ. როცა უკვე გამოცხვება და გაცივდება, პუდრს  მოვაყრით.

წაიკითხეთ სხვაც

Shemwvari Banani შემწვარი ბანანი

ნამცხვარი ‘’ჩიტის რძე’’

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 1/3 ჭიქა  რძე
  • 150 გრ კარაქი
  • ორ-ნახევარი კოვზი კაკაო
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ,კ ძმარი
  • ვანილი
  • 300 გრ ფქვილი

ბეზე:

  • 1 ც კვვერცხის ცილა
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი

მინანქარი:

  • 200 გრ შაქარი
  • ორ-ნახევარი კოვზი კაკაო
  • 4 ს.კ რძე
  • 100 გრ კარაქი

მომზადება:

კვერცხის გულებით და შაქრის ფხვნილით გოგლი-მოგლს გავაკეთებთ. რძეს დავასხამთ, გამდნარ კარაქს დავუმატებთ. მერე კაკაოს, სოდასა და ძმარსაც ჩავამატებთ და კარგად მოვურევთ. ვანილსა და ფქვილს ჩავყრით, კიდევ ერთხელ მოვურევთ და ცომი მზად არის. ტაფა,რომელზეც უნდა გამოვაცხოთ, ნელთბილი უნდა  იყოს. მასზე კარაქს წავუსვამთ და ცომს   დავასხამთ. ღუმელში შევდგამთ და გამოვაცხობთ. გამოცხობას ცოტა რო მდააკლდება, გამოვიღებთ. ამავე დროს, ბეზეს გაკეთებას ვიწყებთ. შაქრის ფქვნილსა და კვერცხის ცილას მიქსერით კარგად ამოვიყვანთ. ისეთი უნდა გამოვიდეს,  რომ, გადმოტრიალების შემთხვევაში, ჯამიდან არ ვარდბოდეს. ამ ბეზეს ნახევრად გამომცხვარ ბისკვიტს გადავუსვამთ. ბეზეს სქელი ფენა უნდა დავადოთ და ისევ ღუმელში შევდგათ. სანამ, გამოცხვება, შაქრით, კაკაოთი, რძითა და კარაქით მინანაქარს მოვადუღებთ. ნამცხვარს რომ გამოვიღებთ, ცოტა შეგრილებულ მინანქარს გადავასხამთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

mawvnis kremi მაწვნის კრემი

სტაფილოს მურაბა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ სტაფილო
  • 1.300 გრ შაქარი
  • 800 წყალი ( ორი დღის ნადგომი)
  • 500 გრ ღოღნაშო ან ღოღნაშოს მურაბა

მომზადება:

სტაფილოს ფიგურული დანით  მრგვალ-მრგვალად დაჭრით და წინასწარ მოდუღებულ სიროფში ჩაყრით. სიროფი უნდა მოდუღდეს 800 გრ წყლისა და 700გრ შაქრისგან. 15 წუთიანი დუღილის მერე გადმოვდგამთ და დანარჩენ შაქარს დავუმატებთ.  მერე ისევ წამოვადუღებთ ღონღოშოსთან ერთად. თუ ცოცხალი ღონღოშო არ გაქვთ, მისი მურაბას გამოიყენებთ. ღონღოშოს დამატებიდან 10 წუთის მერე. მურაბა უნდა გამორთოთ, რადგან უკვე მზად იქნება.

წაიკითხეთ სხვაც

venuri alublis gvedzeli ვენური ალუბლის ღვეზელი

ხაჭოს ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ  მაწონი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1 ჩ.კ ძმარი
  • 300-350 გრ ხაჭო
  • 200 გრ მარგარინი
  • 5 ც კვერცხი
  • 2/3 ჩ.კ მარილი
  • 2-3 ჭიქა ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • 100 გრ რძე

მომზადება:

სამი კვერცხი გავთქვფიოთ. მაწონში სოდა და ძმარი გავხსნათ და ისიც კვერცხს შევურიოთ. ხაჭო, დარბილებული მარგარინი და მწიკვი მარილი დავამატოთ. ფქვილიც დავამატოთ და ნაზი ცომი მოვზილოთ. შემდეგ ეს ცომი ოთხად გავყოთ და გავაბრტყელოთ. ზემდოან შაქარი მოვაყაროთ და როლეტივით გადავახვიოთ. დანარჩენი სამი ცომიც ასეთივე პრიცნიპით გავაბრტყელოთ, შაქარი მოვაყაროთ და გადავახვიოთ. თითოეული რულეტი ფიგურული დანით დავჭრათ. ორი ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ცოტა რძესთან ერთად და გამზადებულ ნაჭრებს გადავუსვათ. ამის შემდეგ ტაფაზე დავაწყოთ და ღუმელში შევდგათ.

წაიკითხეთ სხვაც

murabis jele მურაბის ჟელე

იტალიური დესერტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 15 გრ ჟელატინი
  •  500 გრ ნაღები
  • 1 ჩ.კ დარიჩინი
  • 300 მლ ფორთოხლის წვენი
  • 150 გრ შაქარი
  • 100 გრ შოკოლადის ფილა

მომზადება:

ჟელატინს ცივ წყალს დავასხამთ და ნახევარი საათი ასე გავაჩერებთ. ცალკე ნაღებს ავთქვეფთ და მაცივარში 20 წუთით შევდგამთ. როდესაც მაცივრიდან გამოვიღებთ, დარიჩინს დავამატებთ. ამასობაში ჟელატინიც  გაფუვდება. მას დორთოხლის წვენსა და შაქარს დავუმატებთ, მერე შევათბობთ და გადავწურავთ. ამ ჟელატინიან მასას ათქვეფილ ნაღებს დავამატებთ და კიდევ გადავწურავთ. ბოლოს კი ამ  გამზადებულ მასას პატარა ფიალებში გადავანაწილებთ და ექვსი საათით მაცივარში ვდგამთ. მირთმევამდე შეგიძლიათ, გამდნარი შოკოლადით გააფორმოთ.

წაიკითხეთ სხვაც

vardis muraba ვარდის მურაბა

ბრინჯის დესერტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  400-500 გრ თეთრი და გრძელი ბრინჯი
  • 150-200 გრ ნაღები
  • 2-3 ჩ.კ ვანილის შაქარი
  • 1-2 ჩ.კ თაფლი
  • 100 გრ თხილი ან ნუში
  • 100 გრ მანდარინი ან ჟოლო

მომზადება:

ინგრედიენტების ეს რაოდენობა 5-6 ულუფაზეა გათვლილი. ბრინჯს მოვხარშავთ და  გავაციებთ. ნაღებს ავთქვეფთ, რომ გასქელდეს. შემდეგ მასში ვანილის შაქარსა და თაფლს ჩავყრით და ისევ ავთქვეფთ. დაჭრილ ნუშს ან თხილს ჩავურევთ  და ხის კოვზით მოვურევთ. ბოლოს კი მოხარშულ ბრინჯს ავურევთ. სპეციალურ ფორმებში ჩავასხამთ, ზემოდან კი მანდარინის ლებნებს ან  ჟოლოს დავალაგებთ. ცოტა ხნით მაცივარში გასაციებლად შევინახავთ.

წაიკითხეთ სხვაც

Aladebi ალადები

ხილის სალათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100-100 გრ ნებიემიერი სახეობის ხილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2ს.კ კონიაკი ან რომი
  • 1 ც ლიმონი

მომზადება:

ნებისმიერი სახის ცილი, რაც მოგეპოვებათ, ეს იოქნება ზამთრის თუ ზაფხულის ხილი, უნდა დაჭრათ  წვრილად. ცალკე აიღებთ შაქარსა და ცოა კონიაკს ან რომს. ამას ერთმანეთში გახსნით, შეურევთ ცოტაოდენ ლიმნის გახეხილ კანს ( ლიმნის ცედრას). ამ  მომზადებულ მასას დაჭრილ ხილს ზევიდან გადაასხამთ.

წაიკითხეთ სხვაც

chabella ჩაბელა

ფელამუში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ლ ყურძნის წვენი
  • 2/3 ჭიქა მჭადის ფქვილი
  • 1/3 ჭიქა პურის ფქვილი

მომზადება:

მთვარი ინგრედიენტების დოზებია. ტკბილ ყურძნის წვენს ქვაბში ჩავასხამთ და ცეცხლზე დავდგამთ. მჭადის ფქვილისა და პურის ფქვილს შევურევთ. მჭადის ფქვილი აუუცილებლად გაცრილი უნდა იყოს. ამ ყველაფერს ავყრევთ და 15 წუთი კიდევ გავაგრძელებთ მორევას.

წაიკითხეთ სხვაც

teri blis muraba txilit თეთრი ბლის მურაბა თხილით

ბლომანჟე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც კვერცხი
  • 1ჩ.ჭ შაქარი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ჭიქა კომპოტის წვენი ( ნებისმიერი)
  • 2ს.კ ჟელატინი

მომზადება:

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ და არაჟანიც შევურიოთ. მერე კი ნებისმიერი ჩ.ჭ ცივი წყალი დავასხათ, ერთი საათი ასე გავაჩეროთ. შემდეგ ცეცხლზე გავაცხელოთ, რომ  ჟელატინი გადნეს. მერე გავაციოთ და ათქვეფილ მასაში სევურიოთ. ჩავასხათ ჭიქებში ან სხვა ჭურჭელში და მაცივარში შევდგათ.

ბლინი ფორთოხლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ლ რძე ან კეფირი
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ ძმარი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ ზეთი
  • 100 გრ კარაქი
  • 5 ც ფორთოხალი
  • 1 ც ლიმონი
  • 1/2 ჩ.კ ვანილი

მომზადება:

ბლინების ცხობა დავიწყოთ. კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. დავამატოთ რძე ან კეფირი, სოდა და ძმარი. ბოლოს ფქვილიც შევურიოთ და ზეთი დავამატოთ. გამომცხვარ ბლინებს კარაქის თხელი დენა გადავუსვათ. შემდეგ ავიღოთ ფორთოხალი  და ლიმონი. სასურველია, ბერძნული ფორთოხალი იყოს იმიტომ,რომ ის ტკბილია. გავთლით ისე,რომ კანი ძალიან თხლად გაძვრეს და თეთრი ფენა დარჩეს. დავჭრით წვრილად, კურკებს გამოვაცლით და ბლენდერში გავთქვეფთ. გემოვნებით უნდა ჩავაყაროთ ცოტა შაქარი და ცოტა ვანილი. ფაფისმაგვარი მასა უნდა გამოვიდეს. ბოლოს ამ მასას ბლინებზე დავდებთ და გადავახვევთ.

Viewing all 2739 articles
Browse latest View live