Quantcast
Channel: დესერტები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2739 articles
Browse latest View live

კომშის დესერტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ კომში
  • 200 გრ ნიგოზი
  • 150 გრ ქიშმიში
  • 150 გრ შაქრის ფხვნილი
  • 2/4 ჩ.კ დარიჩინი
  • 1 შეკვრა ვანილი

კრემი:

  •  4 ც კვერცხი
  • 4 ჭიქა შაქარი
  • 5ს.კ ფქვილი
  • 1 ლ რძე
  • 250 გრ კარაქი
  • 2ს.კ კაკაო
  • 1 შეკვრა ვანილი
  • ლიმნის ცედრა გემოვნებით

მომზადება:

პატარა ზომის კომშები შუაზე გავჭრათ და გულები გამოვაცალოთ. ქვაბში ჩავყაროთ, ცოტა წყალი დავასათ ისე, რომ დაფაროს და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ, რომ არ დაიშალოს. როცა კომშები კარგად დარბილდება, ქვაბიდან ამოვიღებთ. მოვამზადებთ შიგთავსს ასე: გატარებულ ნიგოზს, ქიშმიშსა და შაქრის ფხვნილს ერთმანეთში ავურევთ. ასევე ვანილსა და დარიჩინსაც შევურევთ. ამ მასას კი კომშებში გადავანაწილებთ. რაც დარჩება,  იმასაც გარშემო გადავუსვამთ. სემდეგ ტაფაზე დავაწყობთ და ცოტა წყალს გადავასხამთ ( იმ წყალს რომელშიც კომში მოიხარშა). შეგვიძლია ჩვეულებრივ ტაფაზეც შევწვათ. პარალელურად გავამზადოთ კრემი: კვერცხი, შაქარი და რძე შევურიოთ და ჩვეუელბრივი მოხარშული კრემი გავაკეთოთ. როცა გაცივდება, კარაქი და ვანილი შევურიოთ  და კრემი ამოვიყვანოთ. მერე ორ ნაწილად გავყოთ. ერთ ნაწილს კაკაო შევურიოთ, მეორეს კი ლიმნის ცედრა. შემწვარი კომშები დიდ ლანგარზე დავაწყოთ. ჯერ თეთრი კრემით გავაფორმოთ, მერე კი- შვი კრემით.

წაიკითხეთ სხვაც

oladebi ოლადები

თაფლის ორცხობილა

$
0
0

შემადგენლობა:

  • ჭიქა – ნახევარი შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 200 გრ მარგარინი
  • 2 ს.კ თაფლი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 6 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

შაქარისა და წყლისგან ვაკეთებთ სიროფს. წამოდუღებულ სიროფში ჩავაგდებთ მარგარინს. ამაშივე შევურევთ თაფლს, ვანილს, ცოტა მარილსა და სოდას. ამ ყველაფერში ვურევთ ფქვილს, ისე რომ მასა გამოვიდეს სქელი, რათა სასურველი ფორმების მიხედვით დაიჭრას. დაჭრილ ფორმებს ვალაგებთ ტაფაზე და გაზქურაში ვდებთ. 10-15 წუთში დესერტი მზადაა.

წაიკითხეთ სხვაც

Shemwvari Banani შემწვარი ბანანი

ბლინები საუზმისთვის

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • ½ ჩ.კ სოდა
  • 1ს.კ ზეთი
  • 2/3 ჩ.კ მარილი

მომზადება:

ეს ბლინები საუზმისთვის მშვენიერია. კვერცხი გავთქვიფოთ და წყალი დავამატოთ. ძალიან ცოტა მარილი  და სოდა ჩავყაროთ. ფქვილი დავამატოთ და ზეთი ჩავასხათ. თხელი კეფირის მასა უნდა მივიღოთ. ტაფაზე ზეთს მოვუსვამთ. საშუალო ცეცხლზე უნდა გამოცხვეს. უკვე გამომცხვარ ბლინებში გაახვევთ იმას, რაც თქვენ გსურთ და მიირთმევთ. რადგანაც ეს ბლინი ტკბილი არ არის, ამიტომ, გარდა მურაბისა, ხაჭოსი და ა.შ.., ძალიან უდება ხორციც.

წაიკითხეთ სხვაც

tkbili flavi ტკბილი ფლავი

ალფახორები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ლიმონი
  • 200 გრ ფქვილი
  • 300 გ სიმინდის სახამებელი
  • ½ ჩ.კ საჭმელი სოდა
  • 200 გრ კარაქი
  • 2ს.კ საფუარი
  • 150 გრ შაქარი
  • 3 ც კვერცხის გული
  • 1ჩ.კ ვანილის ესენცია
  • 1ს.კ კონიაკი
  • ½ მოხარშული შესქელებული რძე
  • 100 გრ ქოქოსის ფანტელი

მომზადება:

ლიმონი კარგად გარეცხეთ, გამშრალეთ, კანი გახეხეთ და დორებით დადეთ. განიერ თასში გაცერით ფქვილი, სიმინდის სახამებელი, საჭმელი სოდა და საფუარი. მეორე მინის თასში ჩადეთ კარაქი, დაუამტეთ შაქარი, ლიმონის ცედრა და კარგად ათქვიფეთ,სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ.მომზადებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. დაუმატეთ ვანილის ესენცია, კონიაკი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა გაცრილ ფქვილს შეურიეთ და ხის კოვზით კარგად მოზილეთ, სანამ ერთგვაროვან , რბილ ცომს არ მიიღებთ. მაგიდაზე მოააყრეთ სახამებელი, ცომი ზედ გადაიღეთ და ხელით გადაზილეთ.  თუ ხელზე მიგეკრათ, ცოა სახამებელი კიდევ დაუმატეთ. ცომი რბილი უნდა იყოს. სახამებელი ცომის საგლინველსაც მოაყარეთ და რამდენიმე ნაწილად გაოფიფილი ცომი გააბრტეყელეთ. გაბრტყელებული ცომი ½ სისქის უნდა იყოს. მისგან მრგვალი , დაახლოებით 7 სმ დიამეტრის ( ან სურვილისამებრ) წრეები გამოჭერით. ფრთხილად გადაიტანეთ კარაქწასმულ ფურცელზე. ცომის ნარჩენები ხელახლა მოზილეთ და დაჭერით. წინასწარ გაცხელებულ ღუმელში შედგით, სანამ არ გამოშრება. გამომცხვარი ფირფიტები ძალიან ფაქიზია და ამიტომ ფრთხილად გადმოიღეთ. სათითაოდ გადმოიღეთ და მაგიდაზე ან სწორ ზედაპირზე ცალ-ცალკე დაალაგეთ. გააციეთ ოთახის ტემპერატურაზე. გაცივებულ ფირფიტას წასუვით მოხარშული შესქელებული რძე და ზემოდან მეოე ფირფიტა დაადეთ. მომზადებულ ალფახორებს ხელით ნაზად დააწექით და გამოსული კრემი გვერდებზე კარგად გაანაწილეთ. ლანგარზე ან თეფშზე დააყარეთ ქოქოსის ფანტელი.   ალფახორები ვერტიკალურად დაიჭირეთ და ფრთხილად ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.

წაიკითხეთ სხვაც

fumfula aladikebi ფუმფულა ალადიკები

შოკმანჟე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ც შოკოლადი ფილა
  • 100 გრ  კარაქი
  • 50 გრ ნიგოზი

მომზადება:

კვერცხის ცილები შაქართან ერთად უნდა ავთქვიფოთ. ცალკე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი.. ისინიც ნელ-ნელა უნდა დავამატოთ ათქვეფილ მასას. შემდეგ ჭიქებში გადავანაწილებთ. ზემოდან დაჭრილ ან გატარებულ ნიგოზს მოვაყრით და მაცივარში გავყინავთ. თუკი სახლში რაიმე ხილი გექნებათ, შეგიძლიათ, ზემოდან ისიც დაააჭრათ.

წაიკითხეთ სხვაც

OLYMPUS DIGITAL CAMERA კომშის დესერტი

სახელდახელო დესერტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც მზა  ფენოვანი ცომი
  • 300 გრ მწვანე ვაშლი
  • 50 გრ ქიშმიში
  • 50 გრ ნიგოზი
  • 50 გრ ნუში
  • 50 ჩირი ( ნებისმიერი)
  • 100 გრ თაფლი
  • 50 გრ კონიაკი ან რომი

მომზადება:

ვაშლს თავს მოვაჭრით, შიგნეულს ამოვაცლით და ყველფაერს მასში  მოვათავსებთ. კერძოდ, ქიშმიშს, ნიგოზსა და ნუშს 1 ჩ.კ თაფლში ამოვავლებთ და ვაშლში ჩავდებთ. ჩირს კი რომში ანდა კონიაკში ამოვავლებთ და ასე ჩავდებთ. ფენოვან ცომს გავაბრტყელებთ და დავჭრით ოთხ ან უფრო მეტ ნაჭრად. ამ ცომებში ვაშლებს სათითაოდ მოვათავსებთ. მერე შევკრავთ, თავებს გავუბანტავთ და აირღუმელში შევალაგებთ. დაახლოებით 30-40 წუთი ვაცხობთ. გამოღებულს კი ზემოდან პუდრას მოვაყრით.

წაიკითხეთ სხვაც

xachos torti ხაჭოს ტორტი

ჯემიანი ვულკანები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცი
  • 150 გ დარბილებული კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • ვანილი
  • 0.5 ჩ.კ სოდა + 1ს.კ ლიმონის წვენი
  • 2ს.კ თაფლი
  • 1ს.კ ლიმონის ცედრა
  • სქელი ჯემი
  • 2 ჭიქა ფქვილი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვფიოთ. დავუმატოთ კვერცხები, თაფლი, სოდა, ლიმონის ცედრა, ვანილი, თან ყველა ეტაპზე კარგად ვურიოთ.

ბოლოს ემატება ფქვილი. მიღებული ცომი 30 წუთით მაცივარში შევდოთ.

შემდეგ გავაკეთოთ კაკლისხელა ბურთულები, მსუბუქად გავაბრტყელოთ და შუაგულში თითო ღრმული გავუკეთოთ. ჩავუდოთ ცოტა ჯემი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.

წაიკითხეთ სხვაც

shemwvari vashli შემწვარი ვაშლი

ფანქეიქი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 50 გ შაქარი
  • 400 მლ კეფირი
  • ვანილიანი შაქარი
  • 1ჩ.კ სოდა+ ლიმონი წვენი ან 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 2-3 ს.კ ზეთი ან გამდნარი კარაქი
  • 200 გრ ფქვილი

მომზადება:

ტაფა, რომელიც არ იკრავს, დავდგათ საშუალო ოდნავ დაბალ ცეცხლზე გასახურებლად.

შაქარი და კვერცხი ავთქვფიოთ, შევურიოთ კეფირი და სოდა. ჩავუმატოთ ცხიმი, ბოლოს კი ფქვილი. მივირებთ თხელ, კრემისებურ ცომს.

ამასბაში ტაფაც გაცხელდება. უცხიმო მშრალ ტაფაზე და ვასხხათ 2ს.კ ცომი თითო ფინქეიქისთვის. ცომი დასხმისთანავე კიდევ გაფართოვდება. შეგვიძლია დავასხათ მეტი ან ნაკლები ცომი, იმის მიხედვით, რამზელა ფენქეიქის ვაცხობთ.

გამოვაცხოთ მეორე მხრდიანაც, დავალაგოთ თეფშზე, მოვსხათ მურაბა, არაჟანი, თაფლი, ცოცხალი ხილი ან რაც გვსურს.

 

წაიკითხეთ სხვაც

shokoladis musi შოკოლადის მუსი

ნიგვზიანი კურაბიე

$
0
0

შემადგენლობა:

  •  480 გ ფქვილი
  • 300 გ დარბიელბული მარგარინი
  • 150 გ შაქარი
  • 2 კვერცხის ცილა
  • 100 გ გატარებული ნიგოზი
  • დამატებით- მთლიანი ლებნები მოსართავად

მომზადება:

ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ თასში და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. ღუელი გავახუროთ 180 გრადუსზე. საცხობ ფურცელზე დავაფინოთ სპეციალური ქაღალდი.

ცომისგან გავაკეთოთ კაკალისოდენა ბურთულები. გადავიტანოთ საცხობ ფურცელზე, ხელით და მივცეთ მრგავლი ფორმა.

თითო ნამცხვრზე თითო ლებანი ნიგოზი დავდოთ და ხელით დავაწვეთ, რომ კარგად ჩაჯდეს.

კურაბიე გამოვაცხოთ 12-25 წუთის განმავლობაში. ვაცადოთ გაგრილება და გადავიტანოთ თეფშზე.

წაიკითხეთ სხვაც

apple-jelly ჟელე ვაშლით

ქერის ტკბილი ფაფა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭ ქერის ბურღული   ( ე.წ ” პერლოვკა”)
  • 2.5 ჭ წყალი
  • 2/3 ჭ ქიშმიში
  • 0.5 ჭ დაჭრილი ნიგოზი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 0.5 ჩ.კ დარიჩინი
  • 2-3 ს.კ თაფლი
  • 50 გ კარაქი

მომზადება:

ქერი გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. წყალი ბოლომდე არ უნდა დაშრეს, უნდა იყოს ცოტა წვნიანი.

ქიშმიშს წინასწარ მდუღარე დავასხათ, რომ დარბილდეს და თან ჭუჭყი მოსცილდეს. გადავწუროთ და დავუმატოთ მზა ფაფას.

გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავუამტოთ თაფლი, კარაქი, ნიგოზი, ვანილიანი შქარი, დარიჩინი,, მწიკვი მარილი. კარგად  მოვურიოთ.

ძალიან გემრიელი და სასარგებლო ფაფა მზადაა. მემარხულეებს შეუძლიათ კარაქის ნაცვლად სამარხვო ცხიმი გამოიყენონ.

წაიკითხეთ სხვაც

Limonis pudingi ლიმონის პუდინგი

ბრინჯის პუდინგი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ლ რძე
  • 400 გ ბრინჯი
  • 3 ლ წყალი
  • 250 გ რძის ფხვნილი
  • 550 გ შაქარი და შაქრის პუდრა
  • 2ც დარიჩინის ჩხირი და მწიკვი დაფქული დარიჩინი
  • 50 გ ქიშმიში
  • 2 ც კვერცხი
  • 120 გ საფანელი
  • ½ ლ მცენარეული ზეთი
  • ხილი -გასაფორმებლად

მომზდება:

 ქვაბში ჩაასხით 2 ლ რძე, როგორც კი დუღილის დაიწყებს, ცეცხლიდან გადადგით.

ადუღებულ რძეში ჩაყარეთ გრძელი ბრინჯი და 25-30 წუთით გააჩერეთ.

ბრინჯი გადაწურეთ და ადუღებული რძე ცალკე გადაინახეთ ჰამოყენებამდე.

ცალკე ქვაბით დადგით 3 ლიტრი წყალი. როცა წამოდუღდება, ჩაყარეთ გადაწურული ბრინჯი.

ბრინჯი ნელ ცეცხლზე 15-20 წუთში მოიხარშება.

მოხარშული ბრინჯი გადაწურეთ და მისი ნახარში გადაღვარეთ. ბრინჯი გაოყენებამდე გადადეთ.

ცალკე გადანახულ,ადურებულ რძეს შეურიეთ რძის ფხვნილი, დაუმატეთ 550 გრ შაქარი და დარიჩინის ჩხირები.

ქვაბი დადგით ცეცხლზე და შესქელებამდე ადურეთ. შემდეგ გადადგით ცეცხლიდან, დაუმატეთ  გადანაული ბრინჯი და 50 გ ქიშმიში. ბრინჯი ნელ ცეცხლზე კიდევ 30-40 წუთის განმავლობაში ხარშეთ, შესქელებამდე. ხშირად ურიეთ, რომ ძირზე არ მიიწვას. ბოლო 15 წუთის განმავლობაში მუდმივად უნდა ურიოთ.  როცა ბრინჯი კარგად მოიხარშება, ქვაბი ცეცხლიდან გადადგით და შიგადაშიგ ურიეთ, რომ გაცივდეს. თასში გატეხეთ 2 კვერცხი და მსუბუქად ათქვიფეთ. ბრინჯი გაყავით 12 თანაბარ ნაწილად. ხელით დაამრგვალეთ და ბურთულების ფორმა მიეცით.  ბრინჯის თითოეული ბურთულა ათქვეფილ კვერცხში ამოავლეთ. ჯამში ჩაყარეთ საფანელი და ბურთულები ამოავლეთ.

ღრმა ტაფაში ან საშუალო ზომის ქვაბში ბლომად მცენარეული ზეთი გააცხელეთ და ბრინჯის ბურთულები დაბრაწეთ. ბურთულები სათითაოდ ამოიღეთ და საშრობ ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმისგან დაიწრიტოს. სუფრაზე მიტანის წინ ბრინჯის შემწვარ ბურთულებს წვრილი საცერით მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაფქული დარიჩინი.

წაიკითხეთ სხვაც

xacho ხაჭოიანი რაფაელო

ტკბილი ფლავი ხილით, ნიგვზითა და ჩირებით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ჻ გრძელი ბრინჯი
  • 1/3 ჭ დაჭრილი ნიგოზი
  • 50 გ კარაქი
  • 50 გ შაქარი
  • ვანილი
  • 1/3 ჭ ქიშმიში,ამდენივე ალუბლის ჩირი( ან სხვა ნებისმიერი ჩირი, რაც გექნებათ)
  • 1 ვაშლი( შეიძლება კომშიც)
  • ფორთოხლის ცედრა

მომზადება:

ბრინჯი მოვხარშოთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ქვაბში ჩავსდოთ კარაქი, გავადნოთ, დავუამტოთ შაქარი, გათლილი დაჭრილი ვაშლი. ვშუშოთ ორიოდე წუთი, დავუამტოთ ქიშმიში, ჩირები, ნიგოზი, ვშუშოთ კიდევ რამდნეიმე წუთი. ჩავუამტოთ ბრინჯი, ვანილი, ფორთოხლის ცედრა და ამოვურიოთ. გადმოვიღოთ ცეცხლიდან. ვბრინჯი მზადაა.

წაიკითხეთ სხვაც

torti '' viqtoria'' ტორტი ‘’ ვიქტორია’’

ფინიკის კულიჩი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გ ფინიკის ჩირი ( უკურკო)
  • 250 გ კარაქი
  • 8 ც კვერცხის გული
  • 200 გ შაქარი
  • 10 ც კვერცხის ცილა
  • 120 გ ფქვილი
  • ½ ჩ.კ ჯანჯაფილი
  • 1ს.კ დაფქული დარიჩინი
  • 150 გ ნიგოზი
  • 50 გ ქიშმიში
  • 3ს.კ შაქრის პუდრა

მომზადება:

დაჭერით ფინიკის ჩირი ( ოღონს არა წვრილად) და დროებით გადადეთ. 250 გ დარბილებული კარაქი კარგად შეაზილეთ დაჭრილ ფინიკს. გამოყენებამდე გადადეთ. ცალკე თასში ერთმანეთს სეურიეთ 8 კვერცხის გული და 100 გ შაქარი. კვერცხის გულები და შაქარი გათეთრებამდე ათქვიფეთ.დროებით გადადეთ. დარბილებუ კარქში არეული ფინიკი ნელ-ნელა შეურიეთ შაქართან ერთად ათქვეფილ კვერცხის გულებს. ეს ინგრედიენტები მიქსერით მინიმალურ სიჩარეზე ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. დროებით გადადეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ 10 კვერცხის ცილა. გათეთრებას რომ დაიწყებს, დაუამტეთ დარჩენილი 100 გ შაქარი და თქვეფა გააგრძელეთ, სანამ ცილლა თოვლივით თეთრი არ გახდება. ათქვეფილი ცილის ნაწილი დაუმატეთ კვერცხის გულებსა და შაქრის მასას, წრიული მოძრაობით შეაზილეთ, ცილის დარჩენილი ნაწიკი კი გადაინახეთ. ფქვილი წვრილ საცერში გაცერით დაფქულ ჯანჯაფილთან და დარიჩინთან ერტდ. გაცრილი ფქვილი სანელებლებთან ერთად სეურიეთ თასში მომზადებულ მასას, რამდენიმე წუთი ხის კოვზით ურიეთ, რომ ინგრედიენტები კარგად სეეროს ერთამენთს. დაჭერით 150 გ ნიგოზი . ამოავლეთ ფქვილში ქიშმიშთან ერთად ( ზედმეტი ფქვილი არ უნდა გაჰყვეს) და დაუმატეთ მომზადებულ მასას. კარგად ამოურიეთ. ცომს ბოლოს გადანახული ათქვეფილი ცილა დაუამტეთ. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფორმას ფუნჯით წაუსვით 1 ს.კ გამდნარი კარაქი,ძირში და გვერდებზე კი პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინეთ. ცომი ჩაასხით ფორმაში და გახურებულ ღუმელში შედგით. აცხვეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. 1საათის შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან და აცადეთ გაგრილება. სემდეგ ქაღალდიანად ამოწიეთ და ფორმიდან გადმოიღეთ. კულიჩს ზემდოან წვრილი საცერით მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით.

წაიკითხეთ სხვაც

qadaa ქადა

შაქრის პეჩენიები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3/4 ჭ  ფქვილი
  • 1ს.კ სოდა
  • 1/2 გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა რბილი კარაქი
  • 1 1/2  ჭ შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ც ვანილი

მომზადება:

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, სოდა და გამაფხვიერებელი.  ცოტა ხანი გადავდოთ . შემდეგ ცალკე ჯამში ერთამანეთში ავთქვიფოთ  კარაქი , შაქარი, კვერცხი და ვანილი. ბოლოს ფქვილი,სოდა და გამაფხვიერებელიც დავამატოთ,ავთქვიფოთ და მიღებული მასა გავვაბრტყელოთ, დავჭრათ სასურველი ფორმები და და შევდგათ ღუმელში  190 გრადუსზე.

წაიკითხეთ სხვაც

tetri minanaqari თეთრი მინანქარი

ვაშლის ტკბილი საწებელი

$
0
0

მომზადება:

3ც ტკბილი ვაშლი გააფცქვენით, გული გამოაცალეთ,დაჭერით წვრილადქერქქი წყალში გაავლეთ, მოხარშეთ, ნახარში დაასხით დაჭრილ ვაშლს,დაამატეთ 1ჩ.ჭ შაქარი,დარიჩინი,ცოტა ცივ წყალში გახსნილი 3ჩ.კ კარტოფილის ფქვილი, თას ჩაასით თან ურიეთ და ადუღეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Atmis Muraba Nushit ატმის მურაბა ნუშით

ტკბილი ფლავი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ გრძელი ბრინჯი
  • 300 გრ მცენარეული ცხიმი
  • 2 ლავაში
  • 100 გრ გაგრის ჩირი
  • 150 გრ ქლიავის ჩირი
  • 200 გრ ქიშმიში
  • მარილი

მომზადება:

ბრინჯი ჩაყარეთ მარილწყალში.20 წუთის შემდეგ გადაწურეთ. აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მარილი გემოვენბით და  ბრინჯი. ადუღეთ 5-7 წუთი ( ბრინჯს ხარშვა უნდა აკლდეს), გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და ბრინჯი აფანტეთ საწურით. მცირე ზომის ქვაბში გააცხელეთ 100 გრ მცენარეული ცხიმი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ნახევარი ლავაში და შებრაწეთ. დანარჩენ ნახევარს წაუსვით ცხიმი, ჩააფინეთ ქვაბის ზირში, მოაყარეთ ვრინჯის ერთი ფენა, შემდეგ შებრაწული ლავაშის ნაჭრები, ასე ფენა–ფენა მოათავსეთ ბრინჯჯი და ლავაშის ნაჭრები.

ქვაბს დაახურეთ ხუფი და დადგით ნელ ცეცხლზე. დროდადრო მოხადეთ ხუფი, გაამშრალეთ და ისევ დაახურეთ. 150 გრ ცხიმი გააცხელეთ, ჩაყარეთ გარგრისა და ქლიავის დაჭრილი ჩირი, ქიშმიში და წამოადუღეთ ( თუ გინდათ, რომ კერძს მეტი სიტკბო ჰქონდეს, ჩირებს ხარშვის დროს ჩაამატეთ შაქარი).

ბრინჯს სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ ჩირი და მოასხით მისი ნახარში.

გაფორმება:

სომხური ლავაში შეგიძლიათ გამოიყენოთ გასაფორმებლად. დაჭერით, მიეცით საასურველი ფორმა, დაამაგრეთ კულინარიულ ჩხირზე ან ჩანგალზე, ჩაუშვით მდუღარე ზეთში 1-2 წუთი.

 

წაიკითხეთ სხვაც

finikis kulichi ფინიკის კულიჩი

თაფლის ნამცხვარი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4ს.კ თაფლი
  • 1ჩ.ჭ თბილი წყალი
  • ½ ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
  • 1ჩ.კ სოდა
  • 1ჩ.კ დარიჩინი
  • 6-7 ჩ.ჭ პურის ფქვილი

მომზადება:

თაფლი გახსენით თბილ წყალში, წყლის ნაცვლად შეიძლება გამოვიჱენოთ კომპოტის წვენი. შაქარი, სოდა ლიმონის წვენით ან ძმრით, დარიჩინი. ბოლოს შევაზილოთ გაცრილი პურის ფქვილი, გავაბრტყელოთ და დავჭრათ ჭიქით, ან მივცეთ ნებისმიერი ფორმა, დავაწყოთ ფქვილმოყრილ ტაფაზე და გამოვაცოთ.

წაიკითხეთ სხვაც

OLYMPUS DIGITAL CAMERA კომშის დესერტი

ალუბლის მურაბა

$
0
0

მომზადება:

1 კგ ალუბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ. მურაბის თეფშზე დავასხათ 1ჩ.ჭ წყალი,წამოადუღებისთანავე ჩავყაროთ 1 კგ შაქარი, ავადუღოთ 1-2 წუთს, შემდეგ ჩავყაროთ შიგ ალუბალი, ვხარშოთ და თან ქაფი მოვხადოთ,როცა მზად იქნება გადმოვდგათ ცეცხლიდან,შევაგრილოთ ჩავასხათ ქილებში და შევინახოთ.

წაიკითხეთ სხვაც

xachos namcxvarii ხაჭოს ნამცხვარი

ბლინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ს. კ რძე
  •  1 ც კვერცხი
  • 2.კ შაქარი
  • მარილი
  • 1.5 ჭ ფქვილი

სატენი:

  • 250 გრ ხაჭო
  • 2ს.კ არაჟანი
  • 2 ც კვერცხის ცილა
  •  2ს.კ შაქარი
  • ვანილი

მუსი:

  • 1ს.კ რძე
  • 2ს.კ არაჟანი
  • 2 კვერცხის გული
  • 2ს.კ შაქარი

მომზადება:

ცომი მოამზადეთ ჩვეულებრივად და ზეთიან ტაფაზე გამოაცვეთ თხელი ბლინები. სატენისთვის ერთამნეთს შეურიეთ ხაჭო, შაქარი, არაჟანი, ვანილი და ძალიან კარგად, ღრუბელივით ათქვეფილი კვერცხის ცილა. სატენი სათითაოდ წაუსვით ბლინებს და გადაახვიეთ. გადაჭერით თითოეული ბლინი შუაში და ჩააწყვეთ გამოსაცხობ ფრომაში. რძე, არაჟანი, შაქარი და კვერცხის გული აურიეთ  ერთმაენთში. მოასხით ბლინებს და აცხვეთ აირღუმელში 25-30 წუთი, 180 -200 გრადუს ტმპერატურაზე. ამ ინგრედიენტებით გამოდის 16 ბლინი.

 

წაიკითხეთ სხვაც

murabis jele მურაბის ჟელე

კაკაოს კისელი

$
0
0

მომზადება:

ერთმანეთში აურიეთ 6ჩ.კ კარტოფილის ფქვილი და 60 გ კაკაო. ნარევი გახსენით 350 გ ცივ წყალში, დარჩენილ 250 გ წყალში ჩაყარეთ 100 გ შაქარი და აადუღეთ. მასში წვრილ  ნაკადებად ჩაასხით კარტოფილის ფქვილისა და კაკაოს ნარევი. განუწყვეტლივ ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მიღებული მასა ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე, მოაყარეთ შაქრის ფქვილი, გააცივეთ და მიირთვით.

წაიკითხეთ სხვაც

shokoladis musi შოკოლადის მუსი
Viewing all 2739 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>