Quantcast
Channel: დესერტები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2739 articles
Browse latest View live

ცივი დესერტი ლიმონით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1  3/4 ჭიქა წყალი
  • 1-3/4 ჭიქა შაქარი
  • 2 ჭიქა ლიმონის წვენი
  • 4 ს.კ ლიმონის ცედრა

მომზადება:

წყლისგან და  შაქრისგან მოვადუღოთ სიროფი და შევურიოთ ლიმონის წვესა და ცედრას,კარგად ავურიოთ.

მიღებული მასა მთელი ღამით გავაჩეროთ მაცივარში და დილით დესერტი მზად იქნება.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ორცხობილა თხილით

ბლინები ვანილის სოუსით

$
0
0

 შემადგენლობა:

ბლინები:

  •  3 კვერცხი
  • 3/4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ს.კ ზეთი
  • 2 ს.კ შაქარი

სოუსი:

  • 1 ჭიქა რძე
  • 0.5 ს.კ სახამებელი
  • 0.5  ს.კ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 0.5  ჭიქა შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი

მომზადება:

ბლინის ინგრედიენტები ავთქვიფოთ. თხელ ფენებად დავასხათ გახურებულ ტაფაზე და გამოვაცხოთ . გამოდის დაახლოებით 8 ცალი ბლინი.

მოვამზადოთ ვანილის სოუსი: კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ,დავუმატოთ შქარი და წვრილი ნაკადით ჩავასხათ ცხელ რძეში, თან ვურიოთ, რომ არ აიჭრას.

ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. როდესაც მოდუღებანდე მივა, გადმოვდგათ, ვანილის შაქარი შევურიოთ და გავაგრილოთ.

ბლინს მოვასხათ სოუსი.

ბლინები ვანილის სოუსით
1 (20%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

გულის ფორმის ორცხობილები

ვაფლი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ჭიქა ფქვილი
  • 1   ს.კ  გამაფხვიერებელი
  • 3 ს.კ შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1  1/2 თბილი  რძე
  • 1/2  ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, დავუმატოთ გამაფხვიერებელი, შაქარი და ავურიოთ კარგად.

ცალკე ერთად ავთქვიფოთ რძე, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და კარაქი.

ამ მასას შევურიოთ ფქვილიანია მასა, ავურიოთ კარგად, მიღებული მასით

გამოვაცხოთ ვაფლები სპეციალურ ვაფლის საცხობში.

ვაფლი
4 (80%) 1 vote



ნამცხვარი სიგარეტები

$
0
0

მომზადება:

ათქვიფეთ 200 გრ შერბილებული კარაქი, 2 ც კვერცხის გული, დაუმატეთ  500 გრ არაჟანი, 1 ჩ.კ სოდა ძმრით, შეურეით

2-3 ჩ.ჭ ფქვილი. აურიეთ კარგად.

დაყავით 4 ნაწილად, დააგუნდავეთ და შედეთ მაცივარში

2 საათით. თითოეულის ცომი გააბრტყელეთ და მიეცით

მრგვალი ფორმა, დაყავით 12 ნაწილად, მიღებული სამკუთხედები გაწელეთ, ჩადეთ თითო ჩ.კ გული,

დაახვიეთ ბრტყელი მხრიდან.

გამოაცხვეთ ღუმელში საშუალო ცეხლზე.რომ გაცივდება მოაყარეთ პუდრა.

გული :

ერთმანეთში აურიეთ 2 ჭიქა გატარებული ნიგოზი, 1 ჭიქა ქიშმიში,

1 ჭიქა შაქრის ფხვნილი და ათქვეფილი 2 ც კვერცხი ცილა.

ნამცხვარი სიგარეტები
4.28 (85.56%) 18 votes



წაიკითხეთ სხვაც

ხილი ბეზეთი

ჟელე წითელი ღვინით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ლიმონი
  • 150 გრ შაქარი
  • 3.5 ჩ,ჭ წყალი
  • 25 გრ ჟელატინი
  • 1 ჩ.ჭ წითელი ღვინო

მომზადება:

1 ლიმონის გახეხილი ქერქი, წყალი და შაქარი ერთად მოვადუღოთ. ჩავასხათ გახსნილი ჟელატინი,

წითელი ღვინო, ჩავაწუროთ ლიმონის წვენი, ავურიოთ, მოვათვსოთ  ყალიბებში და გავაციოთ.

არომატისთვის დავამატოთ დარიჩინი და 5-6 მარცვალი მიხაკი.

შეაფასეთ გვერდი



ალუბალი ”მორელო”ნაღებით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ ალუბალი ” მორელო”
  • 30 გრ კარაქი
  • 2 ს.კ შაქარი
  • 40 გრ ნუში
  • 4-5 ს.კ ალუბლის შნაპსი
  • 2 ს.კ ორმაგი ნაღები
  • ვანილის ან შოკოლადის ნაყინი

მომზადება:

გარეცხეთ ალუბალი, მოაცალეთ ყუნწები და გამოაცალეთ  კურკები. თუ ალუბალი უკვე კურკებგამოცლილი

და დაკონსერვებულია, მაშინ გაწურეთ. გაადნეთ კარაქი ტაფაში, დაუმატეთ შაქარი, ალუბალი, ნუში და

ერთად შეაცხელეთ. თან სულ ურიეთ.

ალუბალს დაასხით შნაპს, დაუმატეთ ნაღები და წამოადუღეთ. მოათავსეთ ნაყინის ბურთულები 4 დესერტის

ლანგარზე. გარნირად გამოიყენეთ შნაპსიანი ალუბლები.

ალუბალი ” მორელო” ნაღებით
3 (60%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

რაფაელო არაჟნით

ხილის გაყინვა

$
0
0

გაყინვა ხილის შენახვის ყველაზე მარტივი და ეფექტური ხერხია, რომლის დროსაც შესაძლებელია მისი

არომატისა და სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნება. ხილის გაყინვა უმჯობესია

შაქართან ერთად, რაც გალღობის შემდეგ ხილის სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს ზოგი სახეობის

ხილი შესაძლოა მთელ-მთელი შეინახოთ, ზოგი კი წინასწარ დაამუშოთ.

მწიფე  ხილი პირველად გაშლილი უნდა გაყინოთ, რითაც მათ შეწებებას ააცილებთ თავიდან. მოათავსეთ

ხილის ერთი ფენა ლანგარზე, ამოავლეთ შაქრის პუდრაში და შედგით საყინულეში.

ხილი სავარაუდოდ ერთ საათში გაიყინება, კარგად გაყინული ხილი ლანგრიდან ვაკუუმ-პაკეტებში

გადაიტანეთ, რომლებიც სასურველია, მცირე ზომის იყოს, რათა შეძლოთ ხილის პატარა ულუფებად

გადნობა.

ყოველ პაკეტზე დაიტანეთ ვარგისიანობის ვადა. გაყინული ხილი გრკვეული დროის შემდეგ გაფუჭებას

იწყებს. გაყინვისას ხილი შედარებით რბილი ხდება, მაგრამ სრულფასოვან გემოს მაინც ინარჩუნებს.

ხილის გაყინვა
3.8 (76%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

ვენური ალუბლის ღვეზელი

ხაჭოს პუდინგი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  100 გრ ხაჭო
  • 1 ც კვერცხი
  •  ნახევარი ვაშლი
  • ნახევარი მსხალი
  • ბანანი
  • 1 ჩ.კ შაქარი

მომზადება:

ხილი გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილად და დავაბლენდეროთ. შევურიოთ ხაჭოს ხილის პიურე,

შაქარი, კვერცხის გულის ნახევარი, კარგად გათქვეფილი ცილა და შაქარი.

ყველაფერი ავურიოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 170 გრადუსზე.

ხაჭოს პუდინგი
3 (60%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ხილის სალათი ( ვიდეო)

ბანანი შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 8 ბანანი
  • 4 ს.კ ლიმონის წვენი
  • 4 ს.კ დაჭრილი ფსტა
  • 6-8 ს.კ რძე
  • 100 გრ შოკოლადი
  • 150 მლ ორმაგი ნაღები

მომზადება:

გაფცქვენით ბანანი, მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ დაჭრილი ფსტა. აადუღეთ რძე, დაუმატეთ

დატეხილი შოკოლადის ფილა და გააცხელეთ ადუღების გარეშე. დროდადრო მოურიეთ, სანამ არ მიიღებთ

სქელ, ერთგვაროვან მასას.

გაანაწილეთ შოკოლადის სოუსი 8 თეფშზე. მოათავსეთ ზევიდან ბანანები. ათქვიფეთ ნაღები და ტორტის

მოსართავი ტომრით მოათავსეთ  თეფშებზე, ბანანების გვერდით. გარნირად გამოიყენეთ დაჭრილი

თხილი.

ბანანი შოკოლადით
4 (80%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ნამცხვარი ირლანდიურად

ბლომანჟე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც კვერცხი
  • 1ჩ.ჭ შაქარი
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ჭიქა კომპოტის წვენი ( ნებისმიერი)
  • 2ს.კ ჟელატინი

მომზადება:

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ და არაჟანიც შევურიოთ. მერე კი ნებისმიერი ჩ.ჭ ცივი წყალი დავასხათ, ერთი საათი ასე გავაჩეროთ. შემდეგ ცეცხლზე გავაცხელოთ, რომ  ჟელატინი გადნეს. მერე გავაციოთ და ათქვეფილ მასაში სევურიოთ. ჩავასხათ ჭიქებში ან სხვა ჭურჭელში და მაცივარში შევდგათ.

ბლომანჟე
3.4 (68%) 5 votes



წაიკითხეთ სხვაც

ვაშლის პუდინგი შვრიით

შვრიის ორცხობილები ქიშმიშით

$
0
0

შემადგენლობა:

  • ¼  ქიშმიში
  • 1 ჭიქა ცხელი წყალი
  • 170 გრ კარაქი
  • 200 გრ ყავისფერი შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ½  ვანილის ექსტრაქტი
  • 110 გრ ფქვილი
  • ½ ს.კ გამაფხვიერებელი
  • ½ ს.კ მარილი
  • ½ ს.კ დარიჩინი
  • 1/8 ს.კ მუსკატი
  • 270 გრ შვრია

მომზადება:

ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი  და დავალბოთ.ცალკე ჯამში კარაქი და ყავისფერი შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი და კიდევ ავთქვფიოთ კარგად. ცალკე ჯამში ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, დარიჩინი, მუსკატი და ავურიოთ კარგად.დავუმატოთ შვრია და კიდევ კარგად ავურიოთ. ეს მასაა ნელ-ნელა შევურიოთ კარაქიან მასას და კარგად ავთქვფიოთ, გავწუროთ ქიშმიში კარგად და ესეც შევურიოთ ამ მასას დაკარგად ავურიოთ. კოვზით დავდოთ საცხობ ფირფიტაზე, ცოტა გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

შვრიის ორცხობილები ქიშმიშით
5 (100%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

იოგურტის ნაყინი ( ვიდეო)

ორეოს ბურთულები

$
0
0

მარტივი და გემრიელი  დესერტი!

შემადგენლობა:

  • 16 ც ორეო
  • 1 ქილა შესქელებული რძე ( მალაკო)
  • 2 ქილა შოკოლადი ( გამდნარი)

მომზადება:

ორეო დააბლენდერეთ, მოასხით შესქელებული რძე და კარგად აურიეთ. მიღებული მასისგან გააკეთეთ

ბურთულები, და ამოავლეთ შოკოლადში.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო ორცხობილა

ცივი დესერტი ატმით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ნაჭერი ატამი
  •  ლიმონის წვენი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა წყალი

მომზადება:

წყალი ავადუღოთ, დავასხათ დაჭრილ ატამს, დავასხათ ლიმონის წვენი,

ჩავაყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ ბლენდერში, შემდეგ დავამუშვოთ ნაყინის მანქანაში ან

გავაჩეროთ საყინულეში 2-3 საათის განმავლობაში და დესერტი  მზადაა.

ცივი დესერტი ატმით
4 (80%) 1 vote



ვაფლის რულეტი შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ კარაქი, 1 ჭიქა ფქვილი
  • 5  ც კვერცხი, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • შოკოლადის კრემი ( იხილეთ აქ)
  • თხილი-გემოვნებით

მომზადება:

აღნიშნულ რეცეპტით გავამზადოთ ცომი, სავაფლეს ცოტაოდენი ზეთი წავუსვათ, ცომი დავასხათ, გამოვაცხოთ ვაფლები და ცხელ მდოგომარეობაში მივცეთ მომრგვალო ფორმა.

კრემით ამოვავსოთ ვაფლის მილაკები და  სურვილით გავაფორმოთ დაჭრილი თხილით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

არაქისის კრემი

სამარხვო მაფინები ალუბლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 2ს.კ კაკაო
  • 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 150 მლ ცხელი წყალი
  • 3ს.კ რაფინირებული ზეთი’
  • 150 გრ ალუბალი ( კურკაგამოცლილი)
  • მწიკვი დარიჩინი

მომზადება:

ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდი და ცხიმი წაუსვით. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე კი აურიეთ ზეთი და ცხელი წყალი და ორივე მასა ერთმანეთში ნელ-ნელა შეურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ალუბალი.უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, ხოლო თუ თხევადი-ცოტა ფქვილი შეაზილეთ. ცომი მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის კექსი

ბანანის პიცა

$
0
0

გთავაზობთ ტკბილი პიცის რეცეპტს!

შემადგენლობა:

  •  1 ც პიცის ცომი
  • 4 ს. კ ნუთელა
  • 1 ც ბანანი
  • კარამელის სოუსი
  • 100 გრ პატარა ზეფირები

მომზადება:

ცომი გავაბრტყელოთ, წავუსვათ ნუთელა, ზემოდან მოვათავსოთ დაჭრილი ბანანი და ზეფირი.

შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წთ. როდესაც გამოცხვება გემოვნებით მოასხით კარამელის

სოუსი.

ბანანის პიცა
5 (100%) 3 votes



ნუთელას ბრაუნები ( 2 ინგრედიენტი)

$
0
0

ამ ბრაუნების მოსამზადებლად მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.! 

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა ნუთელა

მომზადება:

ნუთელა გაადნეთ, დაუმატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა მოვათავსოთ სპეციალურ

საცხობ ფორმაში. შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წთ. როცა გამოცხვება შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ

შაქრის პუდრა.

ნუთელას ბრაუნები ( 2 ინგრედიენტი)
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

თეთრი ჟელატინი

ნუთელას რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 250 გრ შაქარი
  • 1 ც ვანილი
  • 250 გრ ფქვილი
  • ნუთელა

მომზადება:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად+ ვანილი, ისევ ათქვიფეთ + ფქვილი და დავასხათ წინასწარ გაცხელებულ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე , შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ. როცა გამოცხვება გადმოვიღოთ სველ ტილოზე და გადავახვიოთ , გავაჩეროთ 2 წუთით ტილოსთან ერთად, შემდეგ წავუსვათ ნუთელა, გადავახვიოთ და ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა .

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

შოკოლადის დესერტი ნუშით

ხალვა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1.2 კგ ფქვილი
  • 400 გრ კარაქი
  •  800 გრ შაქარი

მომზადება:

კარაქი გავადნოთ,ავადუღოთ, ნელ-ნელა ჩავამატოთ ფქვილი, თან ვურიოთ,

დავტოვოთ ცეცხლზე იმდენ ხანს,

სანამ მიღებული მასა კარგად არ გასქელდება. როცა ხალვას ფქვილის გემო აღარ ექნება,

გადმოვდგათ ცეცხლიდან,

ჩავაყაროთ შაქარი, კარგად ამოვურიოთ და გადავიტანოთ ფორმებში.

ხალვა
5 (100%) 1 vote



დესერტი ნაყინით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  750 გრ ნუშის ნაყინი
  • შოკოლადის სოუსი
  • 200 მლ ორმაგი ნაღები
  • შავი შოკოლადი

მომზადება:

მოათავსეთ ნაყინის ბურთულები სანაყინეებში. ნაყინის ირგვლივ მოასხით შოკოლადის სოუსი

და გარნირად გაუკეთეთ ნაღები და შოკოლადი. სუფრაზე მიიტანეთ შოკოლადის პატარა ფილებთან ერთად.

დესერტი ნაყინით
5 (100%) 1 vote



Viewing all 2739 articles
Browse latest View live