შემადგენლობა:
- 4 ჟელატინის ფირფიტა
- 2 კვერცხი
- 75 გრ შაქარი
- 250 მლ ფორთოხლის წვენი
- 125 მლ რძე
- ფორთოხლის ლიქიორი
- 250 მლ ორმაგი ნაღები
- 75 გრ გარჩეული ნიგოზი
მომზადება:
ჩააგდეთ ჟელატინი ცივ წყალში და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გახსენით ქვაბში წყლის რამდენიმე წვეთთან
ერთდ და ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი, სანამ არ გახდება
თეთრი და ქაფიანი. შეურიეთ ფორთოხლის წვენი,რძე, 2 ს.კ ფორთოხლის ლიქიორი, თბილი ჟელატინი.
ერთად ათქვიფეთ და შედგით მაცივარში.
ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ნაღები, დაუმატეთ ფორთოხლის მიქსტურას. დაჭერით ნიგოზი. რამდენიმე
ცალი გადადეთ მოსართავად, დანარჩენი ჩაუმატეთ ნაღებს. შემდეგ დაუმატეთ გემოვნებით ლიქიორი.
გადაიტანეთ მუსი მოზრდილ მინის თასში ან პატარა თასებში და შედგით მაცივარში. მუსი მორთეთ
დარჩენილი ათქვეფილი ნაღებით და დაჭრილი ნიგვზით.