Quantcast
Channel: დესერტები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2739 articles
Browse latest View live

ჟელე ალუბლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  300 გრ ალუბლის მურაბის წვენი, 20 გრ ალუბალი
  • 3ს.კ შაქრისპ უდრა, 4ს.კ ჟელატინი, 300 მლ ნაღები
  • 100 მლ წყალი, 2ს.კ ქუნჯუთი

მომზადება:

ჟელატინი დავაბლბოთ წყალში, დავტოვოთ რომ დაჯირჯვლდეს, შემდეგ გავადნოთ. მურაბის წვენს დავმატოთ ჟელატინის ნახევარი., ავურიოთ წყლის ორთქლზე. ფორმაში ჩავყაროთ ალუბალი, ზემოდან დავასხათ მიღებული ჟელე და გავაციოთ. ნაღები ავთქვფიოთ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ ჟელატინის დანარჩენი ნაწილი და ქუნჯუთი, დავასხათ გაციებულ ჟელეზე და ისევ გავაციოთ.

ჟელე ალუბლით
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

მუსი თეთრი ღვინით

ლიმონის ნაყინი

$
0
0

შემადგენლობა:

  • ნაღები 500მლ.
  • სგუშონი 1 ქილა (380გრ)
  • ლიმონი 1ც

მომზადება:

ლიმონს გამოვწუროთ წვენი. ნაღები ათქვიფოთ. ათქვეფა უნდა შევაჩეროთ მაშინვე როცა ნაღები შესქელებას დაიწყებს. (მნიშვნელოვანია ძალიან არ გადავთქვიფოთ ნაღები რადგან ნაყინი გამოვა ცხიმიანი). ნაღებს დავამატოთ სგუშონი ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ ლიმონის წვენი კავლავ კარგად ავურიოთ და მომზადებული მასა ჩავასხათ სასურველ ფორმაში, შევდგათ საყინულეში. 2 საათის შემდეგ ნაყინი გამოვიღოთ საყინულედან, ავურიოთ, შვდგათ საყინულეში სანამ მთლიანად არ გაიყინება.. გაყინვის შემდეგ კოვზით მოვათავსოთ სანაყინეში და სურვილისამებრ გავაფორმოთ.

 

ლიმონის ნაყინი
3 (60%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

შუ

ვაშლის პუდინგი წითელი მოცვით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც ვაშლი
  • 1 ჭიქა მოცვი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა ნიგოზი
  • 1/4 ჭიქა ქიშმიში
  • 2 ც კვერცხი
  • 3/4 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/8 ს.კ მარილი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 2 ს.კ ფორთოხლის ცედრა

მომზადება:

ვაშლი, მოცვი, დაჭრილი ნიგოზი, შაქარი , ქიშმიში ავურიოთ ერთმანეთში კარგად. შემდეგ გადავიტანოთ

საცხობ ფორმებში.  ცალკე ავთქვიფოთ ცოტა შაქარი,ფქვილი,გამნდარი კარაქი, ფორთოხლის ცედრა,კვერცხი

და ვანილის ექსტრაქტი ,კარგად ავთქვფიოთ და გადავანაწილოთ საცხობ ფორმებზე.( ხილს მოვასხათ ზემოდან)

შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30 წუთით.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბეზე

შოკოლადის კრემი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც შოკოლადის ფილა
  • 2 ჭიქა ნაღები
  • 1 ს.კ კარაქი
  • 2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჭიქა ნუთელა

მომზადება:

ნაღები გავაცხელოთ და შოკოლადს დავასხათ. ვურიოთ სანამ შოკოლადი არ გადნება . შემდეგ

დავამატოთ კარაქი, ვანილის ექსტრაქტი და ნუთელა. კარგად ავუროიოთ. ცოტახანი შევდოთ

მაცივარში და შემდეგ გამოვიყენოთ.

შოკოლადის კრემი
4.67 (93.33%) 3 votes



წაიკითხეთ სხვაც

ბანანის მაფინები

შოკოლადის ნამცხვარი თხილით და ქოქოსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 450 გრ შოკოლადი
  • 1 ქილა შესქელებული რძე ( მალაკო )
  • 150 გრ წვრილად დაჭრილი თხილი
  • 100 გრ ქოქოსის ფანტელი

მომზადება:

შოკოლადი გაადნეთ, დაუმატეთ შესქელებული რძე და კარგად აურიეთ, მანამ სანამ ერთიანი

მასა არ გახდება. ბოლოს დაუმატეთ თხილი და ქოქოსის ფანტელი,კარგად აურიეთ.

მიღებული მასა მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში 1–2

საათი. შემდეგ გამოიღეთ და დაჭერით სასურველ ზომებად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ორცხობილა თხილით

ნაყინი ატმით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც ატამი
  • 1 ც ლიმონის წვენი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 1/4 ჭიქა წყალი

მომზადება:

ატამს დააწურეთ ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ. შაქრისგან და წყლისგან გააკეთეთ სიროფი და შეურიეთ

ატმიან მასას. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ნაყინის მანქანა ან მიღებული მასა შედოთ მაცივარში მთელი

ღამით.

ნაყინი ატმით
3.78 (75.56%) 9 votes



ბანანის და შოკოლადის მაფინები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც ბანანი ( დაჭყლეტილი )
  • 1/3 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1/2 ჭიქა მიწისთხილის კარაქი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ მარილი,გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჭიქა კაკაო
  • 1 1/2 ჭიქა ფქვილი
  • დაჭრილი შოკოლადი ( შოკოლადის ჩიფსები)

მომზადება:

ბანანი და კარაქი ავურიოთ ერთად, დავუმატოთ მიწისთხილის კარაქი,შაქარი,კვერცხი და

კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ ფქვილი,კაკაო,მარილი,გამაფხვიერებელი და განვაგრძოთ

თქვეფა, ბოლოს კი დაჭრილ შოკოლადი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა

კოვზით მოვათავსოთ სპეციალურ ფომებში, შევდოთ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ვარდის მურაბა

დესერტი ატმით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  300 გრ გაყინული ჟოლო
  • 4 ცალი ატამი
  • 500 მლ ვანილის ნაყინი
  • ორმაგი ნაღები

მომზადება:

გაალღვეთ ჟოლო და ათქვიფეთ ბლენდერში, რომ მოამზადოთ პიურე. ათქვიფეთ ნაღები, სანამ არ გახდება

ჰაეროვანი და ფაფუკი. გაწურეთ ატამი და ჩაჭერით, მაგრამ ბოლომდე არ გაჭრათ. ატმის ნახევრები ისე

უნდა გაჭრათ, რომ თითოეული ატმის ნახევრისგან მიიღოთ ” მარაო”. ნაყინი გაანაწილეთ 4 სანაყინეში

და თითოეულში მოათავსეთ ატმის ნახევარი. ზევიდან მოასხით ჟოლოს სოუსი.მორთეთ ათქვეფილი

ნაღებით და მაშინვე მიიტანეთ სუფრაზე.

დესერტი ატმით
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

საბავშვო დესერტი

დესერტი იოგურტით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 3 ჭიქა ვანილის იოგურტი
  • 1 ს.კ ლიმონის ცედრა
  • 6 ც ორცხობილა
  • ჟოლო

მომზადება:

ორცხობილები დავფშვნათ. მოვათავსოთ დესერტის ჭიქაში, ცალკე იოგურტს აურიოთ ლიმონის ცედრა,

დავუმატოთ ორცხობილას, ზემოდან კი მოათავსოთ ჟოლო. შედეთ მაცივარში 1 საათით და

შემდეგ მიირთვით.

დესერტი იოგურტით
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

შოკმანჟე

ვანილიანი ორცხობილები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1  3/4 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ს,.კ გამაფხვირებელი
  • 1/2 ს.კ მარილი
  • 1 ჭიქა გამდნარი კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1/2 ს.კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

შაქარი და კარაქი ავთქვფიოთ ერთად. დავამატოთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი და ავთქვფიოთ კარგად.

დავამატოთ ფქვილი,გამაფხვირებელი და მარილი, ავურიოთ კარგად.

მიღებული მასა კოვზით დავდოთ საცხობ ფირფიტაზე და გამოვაცოთ საშუალო ტემპერატურზე

15 წუთის განმავლობაში.

ვანილიანი ორცხობილები
5 (100%) 1 vote



წაიკითხეთ სხვაც

ნაყინი შესქელებული რძით

მაფინი შოკოლადით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ცალი კვერცხი
  • 120 მლ მაწონი
  • 120 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 მოზრდილი ზომის ბანანი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 220გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 50 გრ ყავისფერი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 1.1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადება :

ერთად აურიეთ ფქვილი, შაქარი (თუ ყავისფერი შაქარი არ გაქვთ, მთლიანად თეთრი შაქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ), მარილი, სოდა, საფუარი და დარიჩინი ისე, რომ თანაბრად განაწილდეს ყველა ინგრედიენტი. ცალკე ჯამში აურიეთ კვერცხი, მაწონი, ზეთი და ვანილი. შემდეგ თანდათან შეურიეთ ფქვილის მასა. ცალკე გასრისეთ ბანანი. ასევე, პატარა კუბიკებად დაჭერით შავი შოკოლადი. შეურიეთ ცომს ბანანი და შოკოლადის ნატეხები, კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 5 წუთი. ღუმელი გაახურეთ 180 C- მდე. მაფინის ფორმებს წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ მაფინის ქაღალდები. ფორმა გაავსეთ 2/3-მდე. ღუმელში გამოაცხვეთ 25 წუთის მანძილზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

გოზინაყი ნიგვზით

ტარტალეტკები ხილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გ ფქვილი
  • 4ს.კ სახამებელი
  • 1/2 ჩ,კ სოდა ან ცომის საფხვიერებელი
  • 50 გ დარბილებული კარაქი
  • 7 ს.კ შქარის პუდრა
  • 1 კვერცხი
  • მარილი
  • 400 გ ნაღები
  • 21 პაკეტი შაქარიანი ვანილი
  • 1ს.კ ამარეტო ან რომი(სურვილისამებრ)
  • 500 გ ცოცხალი ხილი: ხენდრო, მოცხარი მაყვალი, ყურძენი,კივი, გარგარი
  • ცხიმი ფორმისათვის

მომზადება:

ფქვილის, სამხამებლის ,სოდის, კარაქის ,2 ს.კ შაქარის პუდრას, 1 კვერცხის და 1 მწიკვი მარილისგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაამრგვალეთ, გაახვიეთ ცელოფნის პარკში და შედეთ მაცივარში 30 წთ. ტარტალეტის ფორმებს წასუვით ცხიმი. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.ფქვილიან ზედაპირზე თხლად გააბრტყელეთ ცომი, დაჭერით საჭირო ზომის ნაჭრებად და ჩააფინეთ ფორმებში. ძირი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, მოჭერით ზედმეტი ცომი და აცხვეთ ღუმელში 15 წთ. გადმოიღეთ ნამცხვრები ფორმებიდან და გააგრილეთ.გარეცხეთ ცხილი. ნაღები, დარჩენილი შაქრის პუდრა და შაქრიანი ვანილი ათქქვიფეთ გამაგრებამდე. შეურიეთ ამარეტო ან რომი გემოვნებით. მიღებული მასა ჩაასხით მოსართავ პარკში, ამოავსეთ ტარტალეტები და მორთეთ.

 

 

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

პუდინგი ვაშლით

სამარხვო მაფინები კაკაოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ ფქვილი
  • 150 გრ შაქარი
  • 2ს.კ კაკაო
  • 2ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 150 მლ ცხელი წყალი
  • 3ს.კ რაფინირებული ზეთი
  • მწიკვი დარიჩინი

მომზადება:

ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდი და ცხიმი წაუსვით. ცალკე თასში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები, ცალკე კი აურიეთ ზეთი და ცხელი წყალი და ორივე მასა ერთმანეთში ნელ-ნელა შეურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. თუ ცომი სქელი იქნება, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, ხოლო თუ თხევადი-ცოტა ფქვილი შეაზილეთ. ცომი მოათავსეთ ფორმებში და აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოშრება.

სამარხვო მაფინები კაკაოთი
2.33 (46.67%) 3 votes



წაიკითხეთ სხვაც

გოგრის დონატები ( ვიდეო)

ჩირი უშაქროდ

$
0
0

მომზადება:

გათალეთ და დაჭერით ხილი მოდიდო ნაჭრებად. გადაავლეთ მდუღარე, მაშინვე გადაიტანეთ საწურზე,

რომ გაშრება,დაალაგეთ ფიცარზე, გააშრე მზეზე.

ჩირი უშაქროდ
4.5 (90%) 2 votes



წაიკითხეთ სხვაც

შაქრის ორცხობილები

ნუთელას და ბანანის ტოსტი

$
0
0

ტკბილი და გემრიელი ტოსტის რეცეპტი ! 

შემადგენლობა:

  • 2ც ნაჭერი თეთრი პური ( ოთკუთხედი)
  • 2  ს.კ ნუთელა
  • 1 ც ბანანი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • დარიჩინი -გემოვნებით

მომზადება:

პურის თითოეული ნაჭერი გაჭერით სამკუთხედებათ, ორ ნაჭერს წაუსვით ჯერ ნუთელა და შემდეგ

მოაწყვეთ ზედ ბანანები და დააფარეთ მეორე ნახევარი. ცალკე ჯამში ერთად ათქვიფეთ კვერცხი,რძე

და დარიჩინი. მიღებულ მასაში ამოავლეთ ტოსტი და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

 

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

თეთრი ბურთულები

ნუთელას და შოკოლადის ორცხობილები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 125 გრ გამდნარი კარაქი
  • 1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა ნუთელა
  • 1-3/4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 3/4 ჭიქა გამდნარი შოკოლადი

მომზადება:

კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ კვერცხი, განვაგრძოთ თქვეფა. დავამატოთ

ფქვილი,გამაფხვიერებელი, ბოლო ნუთელა და შოკოლადი. კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა

კოვზით მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე,შევდოთ ღუმელში180 გრადუსზე 10-15 წთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ბლინები

ტკბილი ბურთულები დარიჩინით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც პიცის ცომი
  • ზეთი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა შაქრის პუდრა
  •  1 ჭიქა დარიჩინიანი შაქარი

მომზადება:

ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ პატარა ნაწილებად. ქვაბში ჩავასხათ ზეთი და შეწვათ ცომის გუნდები,

შემდეგ კი ამოვალოთ ზოგი შაქარში,ზოგი შაქრის პუდრაში, ზოგი კი დარიჩინიან შაქარში.

ტკბილი ბურთულები დარიჩინით
3.5 (70%) 6 votes



წაიკითხეთ სხვაც

ბლინები

ვაშლიანი ბურთულები

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1-1/2 ჭიქა ფქვილი
  • 1/4 ჭიქა შაქარი
  • 2/3 ჭიქა თბილი რძე
  • 2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1/2 ს.კ დარიჩინი
  • 1 ც კვერცხი
  • 2ს.კ კარაქი
  • 1ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ც დიდი ვაშლი ოთკუთხედებად დაჭრილი
  • ზეთი
  • შაქრის პუდრა

მომზადება:

ფქვილი,შაქარი,დარიჩინი,გამაფხვიერებელი და ვაშლი ავურიოთ ერთმანეთში. ცალკე რძე, კვერცხი ,კარაქი და ვანილის ექსტრაქტი ავთქვიფოთ. მიღებული მასა შევურიოთ ფქვილიან მასას და კარგად ავურიოთ. კოვზით ამოვიღოთ ბურთულის მაგვარი მასა და ჩავუშვათ ქვაბში ჩასხმულ ზეთში შესაწვავად.  როდესაც ყველა შეიწვება მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ირისი მარტივად

ნუთელას კექსუნები მარტივად

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ ნუთელა
  • 130 გრ ფქვილი
  • 2 ც კვერცხი

მომზადება:

კვერცხი ათქვიფეთ კარგად, შემდეგ დაუმატეთ ნუთელა, ფქვილი და განაგრძეთ თქვეფა. ურიეთ მანამ,სანამ

ერთიან მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა მოათავსეთ კექსუნების ფორმაში, შედეთ ღუმელში 180 გრადუსზე

15-20 წთ.

ნუთელას კექსუნები მარტივად
4 (80%) 1 vote



დონატები ნუთელათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 მლ კეფირი
  • 5 ს.კ შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • მარილი-მწიკვი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • 3 ს.კ ზეთი
  • 500 გრ ფქვილი
  • ზეთი-დონატების შესაწვავად
  • ნუთელა
  • 150 გრ დაჭრილი თხილი

მომზადება:

ჯამში მოვათავსოთ კეფირი მარილი ,შაქარი და კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ. დავამატოთ სოდა, ზეთი და

კარგად მოვურიოთ. ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ნაზი. ( ხელს არ

უნდა ეკრობოდეს).ცომი გაყავით ორად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ 7-8 მილიმეტრის სისქეზე.

გამოჭერით რგოლები ცომისგან, რგოლებს შუაში კიდევ გაუკეთეთ პატარა რგოლი (მაგ. არყის პატარა ჭიქით.

დარჩენილი ცომი ხელახალა გააბრტყელეთ და გამოიყენეთ დონატების გასაკეთებლად.

ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი (2 სანტიმეტრის სიმაღლეზე). აადუღეთ და დაიწყეთ დონატების ჩაყრა მცირე

პორციებად. დაბრაწული დონატები ამოიღეთ ქაღალდის ხელსახოცებზე, რომ ზეთი ჩამოიწუროს. გადაიტანეთ

თეფშზე, ზემოდან დაუსვით ნუთელა და მოაყარეთ დაჭრილი თხილი.

დონატები ნუთელათი
4 (80%) 2 votes



Viewing all 2739 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>